ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
IFC და საქართველოს უზენაესი სასამართლო ახალ ინიციატივაზე იმუშავებს
15/01/2009

პრესრელიზი

15 დეკემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ქეთი ტყეშელაშვილი
მობ.: 8 77 55 77 35
ელ-ფოსტა: ketipr@yahoo.com

IFC
ნინო კარტოზია
მობ.: 8 99 16 13 30
ელ-ფოსტა: nkartozia@ifc.org


IFC და საქართველოს უზენაესი სასამართლო ახალ ინიციატივაზე იმუშავებს
 
 
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 დეკემბერი, 2009  - 2008 წლის 21-22 ნოემბერს მსოფლიო ბანკის წევრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მხარეებს შორის ხელმოწერილი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში. IFC-სა და უზენაესი სასამართლოს ორგანიზებით გუდაურში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც შეიკრიბნენ მოქმედი მოსამართლეები და იმსჯელეს საქართველოს სამეწარმეო კანონში შესული ცვლილებების შესახებ, განიხილეს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის კუთხე და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
 
აღნიშნული რეკომენდაციები IFC–სა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული იქნება სახელმძღვანელოს სახით და ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქმედი მოსამართლისათვის.
 
”საქართველოს უზენაესი სასამართლო მიესალმება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვნების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოსთან თანამშრომლობას მოსამართლეთა გადამზადების კუთხით”, - განაცხადა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ - მიხეილ გოგიშვილმა.”

”დისკუსიები ქარველ მოსაამართლეებსა და IFC-ს ექსპერტებს შორის ნათელს მოჰფენს სამეწარმეო კანონის მრავალ ასპექტს, რაც შემდეგ პრაქტიკულ გამოყენებას ჰპოვებს სასამართლო პროცესების მსვლელობისას,”  - მაია თევზაძე, IFC-ს კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე.
 
IFC-ს კორპორაციული მართვის პროექტი ხორციელდება კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (CIDA) და BP –ს და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით.  

###
 
წაკითხულია: 7941