ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
IFC-ის და საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში სამეწარმეო დავების გადაჭრის გაუმჯობესებაში
10/09/2009

პრესრელიზი

10 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ბარბაქაძე
ტელ: +995 32 23 43 00/01/02
ელ-ფოსტა: tbarbakadze@ifc.org

IFC-ის და საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში სამეწარმეო დავების გადაჭრის გაუმჯობესებაში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 სექტემბერი, 2009 -  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაეხმარა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოცემაში, რაც დააჩქარებს სამეწარმეო დავების გადაჭრის პროცესს და უფრო გამჭვირვალეს გახდის სასამართლო გადაწყვეტილებებს.  

IFC-ისა და უზენაესი სასამართლოს ერთობლივი პუბლიკაცია განმარტავს მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს და ამით ხელს შეუწყობს საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას. აღნიშნული რეკომენდაციები წარმოადგენს სახელმძღვანელოს მოსამართლეებისთვის, არბიტრებისთვის, იურისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რაც შესაძლებელს გახდის უფრო გათვითცნობიერებული და გამჭვირვალე სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღებას. პუბლიკაციის მიზანია დააჩქაროს სამეწარმეო დავების გადაჭრის პროცესი, გაამყაროს კერძო სექტორის წარმომადგენლებში ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და ბიძგი მისცეს საქმეთა შეტანას სასამართლოში განსახილველად.

`შემუშავებული რეკომენდაციები დაგვეხმარება დავამკვიდროთ სამეწარმეო დავების განხილვის ერთგვაროვანი პრაქტიკა. მეწარმეებს საშუალება ექნებათ დავები უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაჭრან, ხოლო სარჩელის განხილვის შედეგები მეტწილად პროგნოზირებადი გახდეს.~ თქვა მიხეილ გოგიშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მოსამართლეები და IFC-ის ექსპერტები ერთობლივად მუშაობდნენ, რათა რეკომენდაციებში ასახულიყო თუ რა შემთხვევებში შეუძლია აქციონერს უჩივლოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს კომპანიის აქციონერთა სახელით, ხოლო როდის შეუძლია ინდივიდუალური სარჩელის შეტანა კომპანიის წინააღმდეგ. რეკომენდაციებში, ასევე განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა დირექტორთა პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ის შემთხვევები, როდესაც კრედიტორთა ინტერესებთან გვაქვს საქმე.  

"რეკომენდაციები განმარტავს აქციონერთა უფლება-მოვალეობებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობას," თქვა მაია თევზაძემ, IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელმა. `ამ რეკომენდაციების დანერგვა ნამდვილად შეუწყობს ხელს საქართველოში უკეთესი კორპორაციული მართვის პრაქტიკის დამკვიდრებას." 

IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის პარტნიორი დონორები არიან: BP და მისი პარტნიორები ნავთობის და გაზის პროექტებში  და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (CIDA).

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) შესახებ:

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესისა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2009 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შევუწყვეთ ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

BP-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.bp.com
CIDA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.cida-acdi.gc.ca
 
###

წაკითხულია: 9105