IFC-ის კორპორაციული მართვის კვლევა საქართველოს ბანკებს თვითშეფასების საშუალებას მისცემს
პრესრელიზი
8 ივლისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისში:
თამარ ბარბაქაძე
ტელ: +995 32 23 43 06/07/10
ელ-ფოსტა: tbarbakadze@ifc.org
IFC-ის კორპორაციული მართვის კვლევა საქართველოს ბანკებს თვითშეფასების საშუალებას მისცემს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 ივლისი, 2009 - მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კორპორაციული მართვის კვლევა საქართველოს ბანკებში საშუალებას აძლევს ბანკირებს, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოახდინონ თვითშეფასება და ასევე, ბაზარზე მოქმედი ბანკების შედარებითი ანალიზი. კვლევაში მკაფიოდაა გამოკვეთილი ის საკითხები, რომელთა დახვეწაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ბანკებს კომპანიებთან შედარებით უკეთესი კორპორაციული მართვის პრაქტიკა აქვს. კვლევამ, ასევე გამოავლინა ბანკებში კორპორაციული მართვის პრინციპებისადმი ერთგულების დონის მერყეობა. გამოიკვეთა გასაუმჯობესებელი ასპექტებიც, როგორიცაა სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ფუნქციების გამიჯვნა, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრთა როლი, გამჭვირვალობა და ინფორმაციის გამჟღავნება, აქციონერთა უფლებები და სხვა.
"იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიებთან შედარებით ბანკები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კორპორაციული მართვის საკითხებს," თქვა ლევან გოთუამ, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. "თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამ სფეროში ჩვენ IFC-ის მხარდაჭერის იმედი გვაქვს."
"ვფიქრობ, კვლევა და მასში ასახული რეკომენდაციები დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს მარეგულირებელი ორგანოების ჩათვლით, რომ დახვეწონ შესაბამისი მარეგულირებელი სისტემა და გააუმჯობესონ კორპორაციული მართვის პრაქტიკა," თქვა მაია თევზაძემ, IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელმა. "ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბანკებთან სემინარების, ტრენინგ პროგრამების და კონსულტაციების საშუალებით. ასევე, ყურადღებას დავუთმობთ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის დახვეწა-გაუმჯობესებას."
ბანკებში კორპორაციული მართვის პრაქტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით IFC-მ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ბაზელის კომიტეტის დოკუმენტი "კორპორაციული მართვის სრულყოფა საბანკო დაწესებულებებში". აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოს, რომელიც სპეციალურად ბანკებისთვისაა შექმნილი. ეს დოკუმენტი ეხმარება ბანკებს კორპორაციული მართვის სისტემის გამართვაში და ასევე, ზედამხედველებს სწორად შეაფასონ ბანკებში დამკვიდრებული კორპორაციული მართვის პრაქტიკა. კორპორაციული მართვის საკითხებისადმი განსაკუთრებული ყურადღება ბანკებისთვის ხელმისაწვდომს გახდის გარე წყაროებიდან დაფინანსებას, გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებულ პროცესს და ასევე, დაუმკვიდრებს ნდობასა და კარგ რეპუტაციას.
IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში ხორციელდება პარტნიორი დონორების ფინანსური მხარდაჭერით. ესენია: BP და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორები და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) შესახებ:
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესისა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2008 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ ახლადგანხორციელებულმა ინვესტიციამ 16,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რითაც წინა წელთან შედარებით 34%-იანი ზრდა დაფიქსირდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org