ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
IFC-ის სახელმძღვანელო საოჯახო ბიზნესის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა
05/10/2010


პრესრელიზი

5 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თამარ ელბაქიძე
+995 32 23 43 00/01/02
TBarbakadze@ifc.org

IFC-ის სახელმძღვანელო საოჯახო ბიზნესის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 ოქტომბერი, 2010 - ბათუმი, საქართველო, ოქტომბერი, 2010 - სახელმძღვანელო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, გამოაქვეყნა, მიუთითებს იმაზე, რომ საოჯახო ბიზნესის ორგანიზაციის სირთულეს ბევრ კომპანიაში, მათ შორის მათ არაფორმალურ სექტორში არსებობას და დასაქმების პოლიტიკის ნაკლოვანებებს, არაეფექტიანი საქმიანობამდე და შიდა კონფლიქტებამდე მივყევართ, რაც მათ არსებობას უქმნის საფრთხეს.

საოჯახო ბიზნესის მართვის სახელმძღვანელო, რომელიც ახლახან ქართულ ენაზეც ითარგმნა, საოჯახო ბიზნესს სთავაზობს გზებს, რათა უფრო მდგრადი გახდეს მართვის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვის მეშვეობით.

საოჯახო ბიზნესი მსოფლიოში ბიზნესის ორგანიზაციის დომინანტურ ფორმას წარმოადგენს და წამყვან როლს ასრულებს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ბევრ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ასეთი კომპანიების უმეტესობა ძალიან ცოტა ხანი არსებობს და 95 პროცენტზე მეტი მფლობელების მესამე თაობამდე წყვეტს საქმიანობას, რადგან წინა თაობებს შესაძლოა არ ჰყოფნიდეთ დისციპლინა და არ ჰქონდეთ სათანადო მომზადება, რათა გაუმკლავდნენ მზარდი ბიზნესისა და ოჯახის მოთხოვნებს.

სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და შემოთავაზებულია სტრუქტურა და პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ სირთულეების დაძლევა და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. სახელმძღვანელო საოჯახო ბიზნესებს ასევე სთავაზობს ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი და კარგად ორგანიზებული დირექტორთა საბჭოები და პროფესიული მართვის გუნდი, რაც გადამწყვეტია კომპანიის მართვაში.

”ეს სახელმძღვანელო ქართულ საოჯახო ბიზნესებს დაეხმარება მართვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლენასა და მათ დაძლევაში. ეს ნაშრომი ასევე წარმოადგენს სახელმძღვანელოს კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ დახვეწონ თავიანთი საოჯახო ბიზნესის მართვის პრაქტიკა, " განაცხადა IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ.

ამჟამად სახელმძღვანელო 14 ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც IFC-ის კლიენტებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ასეთი ტიპის ინფორმაციაზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს. ნაშრომს ასევე იყენებენ როგორც სახელმძღვანელოს უნივერსიტეტებში.

IFc-ის ოფისი საქართველოში ამ სახელმძღვანელოს 500 ასლის დარიგებას გეგმავს. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
 
http://www.ifc.org/ifcext/corporategovernance.nsf/Content/Family+Business+Governance+Handbook

IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში ხორციელდება BP-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (CIDA) თანამშრომლობით.

###

IFC-ის შესახებ:

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უჭერს მხარს. ჩვენ ვეხმარებით ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, უზრუნველვყობთ კერძო საწარმოებს დაფინანსებით, რათა მივცეთ მათ საშუალება მეტი ადამიანი დაასაქმონ და აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყონ საზოგადოება. ასევე ვახდენთ სხვა ორგანიზაციების კაპიტალის მობილიზებას და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს ვქმნით. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, 2010 ფინანსურ წელს ჩვენს მიერ განხორციელებულმა ახალმა ინვესტიციებმა რეკორდულად მაღალ მონაცემს 18 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: WWW.IFC.ORG

BP-ის  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს:WWW.BP.COM
CIDA-ს შესახებ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს:  WWW.ACDI-CIDA.CA

წაკითხულია: 3790