პრესრელიზი
17 ნოემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვაშინგტონი
მინ ლი
ტელ.: +1 202 458 7509
ელ-ფოსტა: mli2@ifc.org
მოსკოვი
ილია სვერდლოვი
ტელ.: +7 495 411 7555 (*2075)
ელ-ფოსტა: ISverdlov@ifc.org
IFC-მ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჟურნალისტები კორპორაციული მართვის საკითხების სფეროში მოამზადა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 ნოემბერი, 2008 - 2008 წლის ოქტომბერში ალმა-ატაში (ყაზახეთი) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა IFC-მ ჩაატარა პირველი რეგიონალური სემინარი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის. სემინარი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო აღნიშნული ქვეყნების ჟურნალისტების მიერ კორპორაციული მართვის საკითხების უკეთ გაშუქებაში. ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი გახდა IFC-ის კორპორაციული მართვის გლობალური ფორუმის, საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრისა (CIPE) და როიტერის ფონდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.
19 წამყვანი ჟურნალისტი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოდან შეიკრიბა იმისათვის, რომ შეესწავლა კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკა და გაეზიარებინა იმ უცხოელი ჟურნალისტების გამოცდილება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აშუქებენ სწორედ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ თემებს. "ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ჟურნალისტების უნარზე გაავრცელონ ინფორმაცია კორპორაციული მართვის შესახებ როგორც ბიზნეს-წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. მათი საშუალებით მკითხველი შეიტყობს თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საწარმო, რასაც სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საზოგადოებაზე", - აცხადებს იუჯინ სპირო, IFC-ის კორპორაციული მართვის გლობალური ფორუმის პროექტების ხელმძღვანელი.
IFC-ს მიერ რეგიონში განხორციელებული სამუშაო შთამბეჭდავია. IFC-ს მხარდაჭერით კორპორაციული მართვის გაუმჯობესების შედეგად საქართველოში კომპანიებმა 59 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა მოახერხეს, ხოლო აზერბაიჯანში 17.9 მლნ აშშ დოლარი. IFC-ს დახმარებით ყაზახეთში მომზადდა კომენტარები კორპორაციული მართვის სამოდელო კოდექსისთვის, საქართველოში შემუშავდა ცვლილებები კანონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, აზერბაიჯანში კი დაინერგა გარე აუდიტის მარეგულირებელი წესი კომერციული ბანკებისათვის. აზერბაიჯანში IFC-მ ასევე შეიმუშავა კორპორაციული მართვის სასწავლო პროგრამა, რომელიც მიიღო და დანერგა ხუთმა უნივერსტეტმა.
IFC-ს კორპორაციული მართვის პროექტები რეგიონში ხორციელდება საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით: შვეიცარიის სამდივნო ეკონომიკურ საკითხებში (SECO), კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (CIDA), BP და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორები.
###