ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
IFC საქართველოს სურსათის მწარმოებლებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება სურსათის ექსპორტის გაზრდის მიზნით
22/06/2010

პრესრელიზი

22 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამარ ბარბაქაძე,
IFC
ტელ: +995 32 23 43 00/01/02
TBarbakadze@ifc.org


IFC საქართველოს სურსათის მწარმოებლებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება სურსათის ექსპორტის გაზრდის მიზნით


[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 ივნისი, - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოს სურსათის მწარმოებელ კომპანიებს ინსპექტირების მარეგულირებელი ახალი წესების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება, რაც მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სურსათის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

IFC-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან ერთად, მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა-დიალოგი სახელმწიფოსა და სურსათის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლებს შორის. ღონისძიება IFC-ის რეგიონული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც აგრობიზნესზეა ორიენტირებული. დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გამართული დისკუსია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიების ინფორმირებას და მათი მოსაზრებების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ეს ცვლილებები 2010 წლის 1 ივლისიდან სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ამოქმედებას უკავშირდება. 

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ამ ეტაპზე ინსპექტირება სურსათის ექსპორტიორებს შეეხება და მათ მიერ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მაია მეტრეველის განცხადებით, `ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სურსათის მწარმოებლებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის მართვის პრაქტიკა და ერთად განვახორციელოთ ინსპექტირების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება და, ამავე დროს, კარგად ასახავს ქართული ბაზრის მოთხოვნებს."
საქართველოში IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის მენეჯერის მაია თევზაძის თქმით, `მოხარულნი ვართ, კომპანიებს გავუზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, რათა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემების ფართოდ დანერგვას შევუწყოთ ხელი. სურსათის მწარმოებელი კომპანიების ინფორმირების დონის ამაღლება და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაადვილების მიზნით სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვაში დახმარება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა."

IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში ხორციელდება BP-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

###

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) შესახებ

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო სექტორისათვის კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესისა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2009 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ მსოფლიოში განხორციელებულმა ინვესტიციამ 14,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შევუწყვეთ ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: WWW.IFC.ORG

BP-ის  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: WWW.BP.COM. ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური პროგრამის შესახებდამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს:  http://english.bmf.gv.at 

წაკითხულია: 3322