პრესრელიზი
18 აპრილი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამარ ბარბაქაძე
+995 32 23 43 00/01/02
TBarbakadze@ifc.org
IFC სურსათის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულებასა და ექსპორტის გაზრდაში ეხმარება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 აპრილი , 2011 წელი - ახალციხე, საქართველო, 15 აპრილი, 2011 - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, იწყებს სემინარების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სურსათის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შეასრულონ სურსათის უვნებლობის ახალი მოთხოვნები, გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის პრაქტიკა, აამაღლონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა და გაზარდონ სურსათის ექსპორტი.
მეორე სემინარი ამ ციკლიდან 15 აპრილს ახალციხეში ჩატარდება. მასზე ყურადღება საკანონმდებლო მოთხოვნებზე გამახვილდება, მათ შორის სურსათის მწარმოებელ კომპანიებში ჰიგიენის ნორმების დაცვასა და პროდუქციის ეტიკეტირების მოთხოვნებზე. IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის ექსპერტები, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშორმლობით, დაეხმარებიან კომპანიებს მოემზადონ ინსპექტირებისათვის, რომელიც ყველა ტიპის სურსათის და ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში ამა წლის იანვრიდან დაიწყო.
”ინსპექტირების მიზანია გამოავლინოს საწარმოებში ის საკითხები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს და დაეხმაროს მათ ამ საკითხების დროულად გამოსწორებაში," განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძემ. `ჩვენთვის მნიშვნელოვანია IFC-სთან თანამშრომლობა საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებულობის ამაღლების სფეროში."
’ბევრ სურსათის მწარმოებელს, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ესაჭიროება პრაქტიკული რჩევები ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით," განაცხადა საქართველოში IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ. `IFC-ის საქმიანობა დაეხმარება მათ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის პრაქტიკა, რაც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს."
საწარმოების დახმარება სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასა და სურსათის პროდუქტების ექსპორტის გაზრდაში რეგიონის მასშტაბით IFC-ის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს გარდა, IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტები უკრაინაში, ბელორუსსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მიმდინარეობს. IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში ხორციელდება BP-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.