ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი“
30/01/2013
 

პრესრელიზი


30 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ კაკუბავა
სპეციალისტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მობ: 577 200 703
ტელ: 247 42 42 (109)
ელ-ფოსტა:
t.kakubava@manuscript.ac.ge
http://www.manuscript.ge/
http://independent.academia.edu/NationalCentreofManuscripts

II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი"

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და საისტორიო საბუთების უმთავრესი საცავია საქართველოში. იგი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია: ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და საარქივო მასალის აღწერა, სისტემატიზება, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა.

ცენტრის საცავებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური როგორიცაა: უნიკალური ხელნაწერები, უნიშვნელოვანესი საისტორიო დოკუმენტები, უმდიდრესი საარქივო მასალა და სხვ. აქვეა თავმოყრილი უცხოენოვანი ხელნაწერები მსოფლიოს მრავალ ენაზე (არაბული, სპარსული, თურქული, სომხური, ებრაული, ბერძნული, რუსული, ლათინური, გერმანული, ფრანგული, ჩეხური, პოლონური, ეთიოპური, სირიული, მონღოლური და ა.შ.), ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ.

50-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სიმპოზიუმს "ქართული ხელნაწერი".

პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი 2009 წლის 15-25 ოქტომბერს გაიმართა, მეორე კი წელს 25-30 ივნისს იგეგმება.

სიმპოზიუმის მიზანია, საშუალება მისცეს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ მეცნიერებს, წარმოადგინონ თავიანთი მუშაობის შედეგები სხვადასხვა კვლევითი სფეროების მიხედვით. სიმპოზიუმის სათაური გულისხმობს, რომ ძირითადი ყურადღება ქართული მასალის მიმართ იქნება მიპყრობილი, თუმცა ფორუმი სხვაენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის მკვლევართაც აძლევს საშუალებას.

სიმპოზიუმის ძირითადი თემატიკაა: 

  • შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა და ქართული ხელნაწერი
  • ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია
  • შუა საუკუნეების სამეცნიერო ცოდნა და ქართული ხელნაწერი
  • შუა საუკუნეების სამართლებრივი აზრი და ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა
  • აღმოსავლური კულტურა და საქართველო (ხელნაწერი მემკვიდრეობა)
  • დასავლური კულტურა და საქართველო (ხელნაწერი მემკვიდრეობა)
  • ხელნაწერი წიგნის შექმნა: დამკვეთები, გადამწერები, მხატვრები, შემომსვლელები
  • ბეჭდური წიგნის სათავეები
  • მისიონერები, მოგზაურები და მეცნიერები საქართველოს შესახებ
  • ქართული ემიგრაცია (საარქივო მემკვიდრეობა)
  • თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელნაწერი მემკვიდრეობა
  • ხელნაწერი კულტურა და თანამედროვე საგამოფენო კონცეფციები

 

წაკითხულია: 2133