პრესრელიზი
14 აპრილი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მანანა ხვედელიძე
577 55 21 22
mananakhvedelidze@gmail.com
IX საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია" წარმოგიდგენთ 2014 წლის, რიგით მე-9 ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალი ( 25, 27 აპრილი, 8, 9, 10, 30 მაისი, თბილისი, 4 მაისი - ყვარელი, 22 მაისი - ვანი, 23 მაისი - ბათუმი)კ ვლად ერთგულია დამკვიდრებული ტრადიციის და წარმოაჩენს როგორც უცხოეთში მცხოვრებ აღიარებულ სცენის ვარსკვლავებს, ასევე უცხოეთში და სამშობლოში მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედებას. ფესტივალის მაღალმხატვრულ დონეს განსაზღვრავს სამხატვრო ხელმძღვანელი, ამერიკაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ცნობილი პიანისტი და პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების შედევრები და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სპეციალურად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან მსოფლიო სცენის გამორჩეული ხელოვანები: იზაბელ ფაუსტი - ვიოლინო (გერმანია), ილია კონოვალოვი - ვიოლინო (ისრაელი), ალექსანდრე მელნიკოვი-ფორტეპიანო (რუსეთი), ქართული აკადემიური მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენლები.
პრესკონფერენცია გაიმართება 24 აპრილს 13.00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში, მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21.