ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
London School of PR and Branding-ის თბილისის ოფისი პროფესიული განვითარების სადიპლომო კურსის ახალ ჯგუფთან იწყებს მუშაობას
26/11/2008



პრესრელიზი

26 ნოემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
LSPR-ის საქართველოს ფილიალი

ტელ.:
899 18 55 00
ელ-ფოსტა:
info@lspr.ge
ვებ-გვერდი: www.pr-school-london.com, www.lspr.ge

London School of PR and Branding-ის თბილისის ოფისი პროფესიული  განვითარების სადიპლომო კურსის ახალ ჯგუფთან იწყებს მუშაობას

[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 ნოემბერი, 2008 - London School of PR and Branding-ის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში,   პროფესიული განვითარების სამთვიან კურსს ჩაუტარებს ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ბრენდინგის თუ კომუნიკაციების სპეციალისტებს.

სადიპლომო კურსს წარუძღვებიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე London School of PR and Branding-ის სათავო ოფისის  დამფუძნებელი და ხელმძვანელი, ჯონ დალტონი, რომელიც სპეციალურად  ლონდონის პიარის და ბრენდინგის  სკოლის  ქართველი მსმენელებისათვის მასტერ-კლასს გამართავს.

კურსის მსვლელობისას, მსმენელები, მსოფლიოში დანერგილი  უახლესი მეთოდოლოგიით შეისწავლიან მარკეტინგის, ბრენდინგის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, რისკის მართვის, სპონსორობის, მედიასთან ურთიერთობის,  ივენთ მენეჯმენტის თუ შიდა კომუნიკაციების საკითხებს.

თბილისის ოფისის მიერ დაგეგმილი პროფესიული განვითარების სადიპლომო კურსი 25 ნოემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას იღებენ საჯარო თუ კერძო სექტორში მოღვაწე წამყვანი კომპანიის  მენეჯერები.

პროფესიული კურსი სამ თვეს გასტანს, რის შემდეგაც, მსმენელებს ჩაუტარდებათ  გამოცდა, რომელიც London School of PR and Branding-ის   სათაო ოფისში გაიგზავნება და გამოცდების შეფასების მიხედვით, მსმენელები მიიღებენ გლობალური აკრედიტაციის მქონე პროფესიულ დიპლომს.

###

წაკითხულია: 7126