პრესრელიზი
28 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
Matarebeli.ge - ახალი და მარტივი გზა მატარებლის ბილეთების შესაძენად
კომპანია "უნიფეიმ" "საქართველოს რკინიგზასთან" ერთად ახალი მაღალტექნოლოგიური ბილეთების გაყიდვების პორტალზე matarebeli.ge-ზე დაასრულა მუშაობა.
Matarebeli.ge - მარტივი, ფუნქციონალური და მოქნილი რესურსია, რომელიც ონლაინ რეჟიმში ბილეთების ყიდვისა და დაბრუნების ასევე ორი მიმართულებით რეგისტრაციის გარეშე ბილეთების ყიდვის შესაძლებლობას იძლევა. პორტალ matarebeli.ge -ს სახით საკმაოდ დიდი ნაბიჯია გადადგმული ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
"უნიფეი ელექტრონული საფულის მომხამრებლებს ყოველთვის ახალ სერვისებს და იდეეებს სთავაზობს მათი ელექტრონული ფულის სწრაფად და მარტივად გამოყენებისთვის, matarebeli.ge-სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებული პროექტია, აქამდე "უნიფეი" ფილიალების მეშვეობით ახორციელებდა რკინიგზის ბილეთების რეალიზაციას და მომხამრებლებისაგან მოდიოდა მოთხოვნა სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელათ შეეძინათ მატარებლის ბილეთები ინტერნეტში.
matarebeli.ge-ს პორტალის ჩართვიდან მეორე დღეს 150 უნიკალური შემომსვლელი დაფიქსირდა, ველოდებით ამ რიცხვების ზრდას- განაცხადა "უნიფეის" დირექტორმა კობა ქურდაძემ"
პროექტის მთავარი ამოცანა მომხმარებლისათვის თანამედროვე და ახალი სერვისის მიწოდება იყო. matarebeli.ge-ს პორტალით არამარტო უნიფეის საფულის მომხამრებელს არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და გადაიხადოს მატარებლის ბილეთების საფასური ვიზა და მასტერქარდ ბარათებიდან.
matarebeli.ge არის პორტალი რომელიც შენ გემსახურება მარტივად და უსაფრთხოდ. matarebeli.ge -ს მომახმარებლებს 9 საათიდან 21:00 საათამდე ემსახურება ქოლ ცენტრი.
კომპანია "უნიფეი" ახლო მომავალში პორტლას ეფექტურ ფუნქციებსა და ახალ ტექნოლოგიურ პლათფორმებს დაუმატებს.