ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
NCIB-მ გამარჯვებული კონკურსანტი დააჯილდოვა
09/08/2011

პრესრელიზი

9 აგვისტო, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მ.კოსტავას 47/57
ტელ: +995 32 219 55 55; +995 5 99 47 48 54
ელ-ფოსტა:
contest@ncib.ge
ვებ-გვერდი: http://www.contest.ncib.ge/

NCIB-მ გამარჯვებული კონკურსანტი დააჯილდოვა

ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი Web Marketing დასრულდა

[Publicity.Ge]თბილისი, 9 აგვისტო, 2011 - NCIB-ის ორგანიზებით "ბოულინგ ცენტრალში" მოეწყო ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსის Web Marketing-ის დაჯილდოების ცერემონიალი. მოწვეული იყვნენ 50-მდე მონაწილე, მხარდამჭერი, ლობისტი და სპონსორი კომპანიები. კონკურსანტების 3 თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ტალახაძე.

გამარჯვებულს NCIB-მ გადასცა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით. ონლაინ მაღაზია freeshop.ge-მ სპეციალური პრიზით პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა. ფინალში გასულ ხუთივე კონკურსანტს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებიებმა ( "ინტელექტ ცენტრი", "შავი ზღვის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი", "ბოულინგ ცენტრალი", სასტუმრო "რადისონი") გამარჯვებული და ფავორიტი ფინალისტები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე კომპანია NCIB-მ ლობისტი კომპანიებიც დააჯილდოვა და მათ თავის მომსახურების სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. გამარჯვებულმა ლობისტმა კომპანია "კამპამ" კი გაზეთ Financial-ისგან www.finacial.ge-ზე ერთწლიანი სარეკლამო ბანერის განთავსების უფლება მოიპოვა.

იქვე მოეწყო მინი ტურნირი ბოულინგში კომპნიის წარმომადგენლებსა და კონკურსის ფინალისტებს შორის. "ბოულინგ ცენტრალის" ადმინისტრაციამ ტურნირის ბოლოს გამოავლინა გამარჯვებულები და თითოეულს სერტიფიკატიც გადასცა.

კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში. ყოველდღიურად ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი. ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, გახდა დიდი ინტერესის საგანი და რამდენჯერმე გაშუქდა ყველა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ.

კონკურსმა დაწყების დღიდანვე თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც მონაწილე კონკურსანტები, ასევე კომპანიები და მათი გულშემატკივრები. დარეგისტრირდა 400-მდე კონკურსანტი და დაიწერა მრავალი საინტერესო სტრატეგია 40-მდე მონაწილე კომპანიაზე. მეორე ეტაპზე გადასული ფინალისტები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებ სივრცეში.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდა მათი საკონკურსო ვებ-გვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი განისაზღვრა სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა კონკურსანტების საკონკურსო ქულებს:


CP=((AUV*0.3)+(PGV*0.7))/(AUV+PGV))*UV
CP-საკონკურსო ქულა (Contest Point)
AUV-უნიკალური ვიზიტორები (Absolute Unique Visitors)
PGV-გვერდების ნახვა (Pageviews)
UV-უნიკალური გვერდების ნახვა (Unique Views)


პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერი: გაზეთი The FINANCIAL,
პარტნიორები : G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant,
ლობისტი კომპანიები: G-Mart, B-Credit, Campa, Borjomi


მხარდამჭერი კომპანიები: "ინტელექტ ცენტრი", "შავი ზღვის უნივერსიტეტის ტრენინგ" ცენტრი, "რადისონი"
პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ NCIB-ის ვებ-გვერდიდან: http://www.contest.ncib.ge/

წაკითხულია: 2460