პრესრელიზი
29 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მ.კოსტავას 47/57
ტელ: +995 32 195 555
ელ-ფოსტა: info@ncib.ge;
dvelengurskaia@ncib.ge
ვებ-გვერდი: http://www.ncib.ge/
www.facebook.com/ncib.ge
www.twitter.com/ncibge
http://www.ncib.wordpress.com/
www.scribd.com/ncibg
NCIB-მ წლის შემაჯამებელი კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა
[PUBLICITY.G E] თბილისი, 29 დეკემბერი, 2010 წელი გუშინ სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში NCIB - ეროვნულმა საკრედიტო ინფორმაციის ბიურომ წლის შემაჯამებელი კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა. სტუმართა შორის იყვნენ კერძო კომპანიების ხელმძღვანელები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
NCIB-მ ადგილობრივ კომპანიებს გააცნო ახალი იდეები ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის.
ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ სიგელები (ყველაზე სანდო ქართული ბრენდი - მობილური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი", ყველაზე სასურველი კომპანია - "თიბისი ბანკი", ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს სასწავლებელი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი "გაუ", ყველაზე სანდო ქართული რძის პროდუქტი - "ეკო-ფუდი", ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანია- "იმედი ელი").
კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ "საუკეთესო გაყიდვების სტრატეგიის" კონკურსის საუკეთესო ხუთეული და მხარდამჭერი კომპანიების ფავორიტი კონკურსანტები.
დაჯილდოებაზე NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული - კახა კირთაძე, რომელიც გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის სფეროში, ხოლო საგანმანათლებლო-ტურისტულმა კომპანია Open World Georgia-მ გამარჯვებული ლონდონში უფასო სწავლების კურსით დააჯილდოვა.
ხალხის რჩეულს, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა (კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინი" - პროექტის გენერალური სპონსორი, საგანმანათლებლო ცენტრი "ცოდნა", ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU) გამოყვეს.
დაჯილდოებაზე ფავორიტ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს ჰიპერმარკეტმა "გუდვილმა", ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა "გაუმ" და ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE-მ.
კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:
კომპანია NCIB (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) წამყვანი კომპანიაა საქართველოში ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების სფეროში.
NCIB ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს აწვდის სანდო ბიზნეს ინფორმაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც ახლდება ყოველდღიურად და მოიცავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ინფორმაციას: მარკეტინგული სიები, კომპანიის პროფილი, ქვეყნის პროფილი, ბაზრის პროფილი და სხვა... აღსანიშნავია, რომ დღეს NCIB წარმოადგენს მყარი კომპანიის - "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" შვილობილს.