პრესრელიზი
28 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
Orange Santa საქართველოს ბანკის კონკურსის „წერილი სანტას" გამარჯვებულებს სურვილებს აუსრულებს
თბილისი, 28 დეკემბერი, 2012 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის საახალწლო კონკურსი „წერილი სანტას" დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში, კონკურსის ფარგლებში შემოვიდა რეკორდული რაოდენობის- 17448 სურვილი, რომელიც მომხმარებლებმა საქართველოს ბანკის ფეისბუქის გვერდზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით გამოაგზავნეს. კონკურსის პირობების თანახმად, Orange Santa-ს უნდა გამოევლინა თორმეტი გამარჯვებული, შემდეგ ნომინაციებში: ყველაზე გასართობი, ყველაზე რომანტიკული, ყველაზე კეთილი, ყველაზე ბავშვური, ყველაზე უცნაური, ყველაზე საახალწლო, ყველაზე მზრუნველი, ყველაზე შემოქმედებითი, ყველაზე მისაბაძი, ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე ნარინჯისფერი. კონკურსს ასევე ყავს მეცამეტე გამარჯვებული- მომხმარებლის რჩეული, ანუ ადამიანი ვისმა სურვილმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა საქართველოს ბანკის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ აპლიკაციაში.
Orange Santa-მ 12 კატეგორიის მიხედვით 12 გამარჯვებული უკვე აარჩია და გამოაქვეყნა საქართველოს ბანკის ფეისბუქის გვერდზე. სურვილების ასრულებას Orange Santa პირადად მოახდენს, რისთვისაც უშუალოდ ეწვევა გამარჯვებულებს და მიულოცავს მათ ახალ წელს.
საქართველოს ბანკის კონკურსი „მიწერე სანტას" უკვე მეორე წელია ტარდება.