პრეს-რელიზი
20 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.: +995 77 293979
i.nikagosian@pik.tv
PIK-ის პრეს-კონფერენცია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 იანვარი, 2011 წელი - 2011 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე "ევროპის სახლში" (თავისუფლების მოედანი 1, თბილისი, საქართველო) გაიმართება ტელეკომპანია "PIK"-ის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) 2011 წლის 25 იანვრისთვის დაგეგმილ ეთერში გასვლასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია
პრეს-კონფერენციაზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა წარმოადგენს თავის ხედვას, გეგმებსა და განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, მოხდება ძირითადი პროგრამებისა და პროექტების, ასევე არხის ელექტრონული გვერდის (www.pik.tv) პრეზენტაცია.
###
"PIK"-ის შესახებ
"პირველი საინფორმაციო კავკასიური" არის უნიკალური მედია პროექტი კავკასიის ისტორიაში. საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი არხი "PIK" თბილისიდან განახორციელებს ექვსსაათიან მაუწყებლობას (18:00 - 00:00 მოსკოვის დროით) რუსულ ენაზე. სიგნალი დაფარავს სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიას.
ტელეკომპანია "PIK" ეთერში გავა თანამგზავრიდან HOT BIRD @ E13' (ტრანსპონდერი: 65, სიხშირე: 12015 მეგაჰერცი, პოლარიზაცია: ჰორიზონტალური, S/R: 27500, FEC:3/4. მაუწყებლობა აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ფორმატში ინტერნეტ გვერდზე: www.pik.tv
ტელეკომპანია "PIK"-ის მიზანია: შეიხედოს სამყაროს ყველაზე საოცარ და ნაკლებად შესწავლილ კუთხეებში; ჩართოს ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასიის ხალხები მსოფლიო საინფორმაციო რევოლუციაში;უზრუნველყოს კავკასიელები ოპერატიული, ზუსტი, ობიექტური და დროული ინფორმაციით მათთვის საინტერესო მოვლენებისა და ამბების შესახებ;დააწესოს ჟურნალისტიკის ახალი სტანდარტები რეგიონში.
ტელეკომპანია "PIK" არ აპირებს: ებრძოლოს პროპაგანდას პროპაგანდის საშუალებით'; შევიდეს პოლემიკაში სხვა მედია საშუალებებსა და მთავრობებთან;დასკვნების გაკეთებას; ჩვენ მაყურებელს უზრუნველვყოფთ ყველა იმ საშუალებით, რომელიც მათ საკუთარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს;გაექცეს კამათს.
"ჩვენ გვინდა გავხდეთ ისეთი არხი, რომელსაც უყურებენ იმისთვის, რომ გაიგონ, თუ რა ხდება კავკასიაში. იმათთვის, ვისაც ჩვენში ეჭვი ეპარება, მარტივი პასუხი გვაქვს: ჯერ უყურეთ და დასკვნები მერე გააკეთეთ", - ამბობს რობერტ პარსონსი, ტელეკომპანია "PIK"-ის გენერალური დირექტორი.
ტელეკომპანია "PIK" აპირებს რეგიონული მედია სივრცის გარდაქმნას სწრაფი, ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის, ინოვაციური ინტერნეტ ჟურნალისტიკისა და ექვსსაათიანი ყოველდღიური მაუწყებლობის შეხამებით, რომელიც ასახავს კავკასიის კულტურასა და რეგიონის ყოველდღიურ ცხოვრებას.
ტელეკომპანია "PIK" მაყურებელს შესთავაზებს ოპერატიულ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას. მას ეყოლება კორესპონდენტთა საკუთარი ქსელი ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, კიევში, მახაჩკალაში, ანკარაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვლადიკავკაზსა და თეირანში.
პროგრამა
"ტელეკომპანია "PIK-ის ტორტის მინანქარი მისი პროგრამა იქნება - ოთხი საათი ყოველდღიურად, რომლის ნახევარიც აგებული იქნება არხის გამოცდილი წამყვანებისა და რეჟისორების მიერ მოპოვებულ ორიგინალურ მასალაზე, - აცხადებს რობერტ პარსონსი. - არხი შემოგთავაზებთ სხვადასხვა ჟანრის გადაცემებს, მათ შორის თანამედროვე დოკუმეტურ ფილმებს, საუბრებს ისტორიისა და ხელოვნების თემებზე, სადისკუსიო თოქ-შოუებსა და ტელეჟურნალებს".
ინტერნეტ სტრაგეტია
ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტ გვერდი წინ უსწრებს მაუწყებლობას. ნებისმიერ კავკასიელს შეუძლია გახდეს პოტენციური ჟურნალისტი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ისტორიის, ფოტოს ან ხანმოკლე ვიდეოს ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტ გვერდზე გაგზავნის გზით, საიდანაც ეს მასალა საინფორმაციო გამოშვებაზე მომუშავე გუნდის ხელში აღმოჩნდება.
ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტ გვერდი საშუალებას მისცემს კავკასიელებს წამოწიონ მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხები. იგი გახდება ერთგვარი ფორუმი, რომელიც უზრუნველყოფს მმართველების ანგარიშვალდებულებას უბრალო მოქალაქეების წინაშე. ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტ სტრატეგიის მიზანია აქციოს ინფორმაცია ორმხრივ პროცესად. ტელეკომპანია "PIK-ის სიუჟეტების დიდი ნაწილი აგებული იქნება ინტერნეტით შემოსულ მასალებზე და არა პირიქით.
ტელეკომპანია "PIK"-ის მმართველობა
უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად ტელეკომპანია "PIK-ის ხელმძღვანელობა დაეკისრა ოთხი უხცოელი ჟურნალისტისგან შემდგარ გუნდს, რომლებსაც აქვთ რეგიონის 21-ე საუკუნის საინფორმაციო რევულუციაში ჩართვის ამბიცია.
რობერტ პარსონს, გენერალური დირექტორი და დევიდ ჩეტერს, გენერალური დირექტორის მოადგილე/ინფორმაცია აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, მელანი ენსტი, გენერალური დირექტორი/პროგრამები არის დამოუკიდებელი პროდიუსერი და დოკუმენტალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით, ზურაბ კოდალაშვილი, გენერალური დირექტორი (BBC, CNN, SKY NEWS), რომელიც ხელმძღვანელობს ინტერნეტ ჯგუფს, არის ყოფილი ოპერატორი და ვიდეორეჟისორი. მარავლმხრივმა და მდიდარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება იმუშაოს ვებ-დიზაინისა და ინტერნეტ ჟურნალისტიკის სფეროში.
მმართველი გუნდი აპირებს ჟურნალისტიკის სფეროში არსებული ცოდნის ამაღლებასა და გაღრმავებას. მათი აზრით სწორედ ეს არის მედია სივრცის რეფორმირების ერთ-ერთ წინაპირობა. 25 იანვრისთვთვის ეთერში გასვლის მომზადების მიზნით მოწვეულ იქნენ სპეციალისტები-ტრენერები დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და დანიიდან, მაგრამ ამით ტრენინგების სერია არ მთავრდება, პირიქით, ტრენინგები გახდება არხის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.
"ტელეკომპანია "PIK" არის კავკასიური არხი, მაგრამ მას ადგილობრივი ხასიათი არ ექნება. იგი გააცნობს მსოფლიოს კავკასიას, ხოლო კავკასიას - მთელს მსოფლიოს.
ტელეკომპანია "PIK" იქნება ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის რუსულენოვანი წყარო, შესთავაზებს მაყურებელს პროგრამების, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ფართო სპექტრს, უზრუნველყოფს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებასა და პროფესიული ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების დაცვას. დიახ, ჩვენ ვიქნებით კრიტიკულები, მაგრამ ჩვენი კრიტიკა კონსტრუქციული იქნება".
ტელეკომპანიის მართვას ახორციელებს რობერტ პარსონსისა და ეკატერინე კოტრიკაძის მიერ დაარსებული კერძო კომპანია სს "ქეი 1" (K-1)
მართვის მოქნილობისა და ეფექტურობის ამაღლებისა და ბაზარზე წარმატების მიღწევის მიზნით "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" გამგეობის წევრებმა 2010 წლის ივლისში მიიღეს გადაწყვეტილება "პირველი კავკასიურის" კომპანია "ქეი 1"-თვის მართვაში გადაცემის შესახებ.