ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
POLLING.GE - საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგი
17/12/2007

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

 

17 დეკემბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
ტელ: 50-84-44; მობ: 8(99) 42-77-37
ელ.ფოსტა: giorgi@publicity.ge
ვებ.გვერდი: www.publicity.ge; www.polling.ge

POLLING.GE - საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგი

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 დეკემბერი, 2007 - საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდამ შექმნა სრულიად ახალი აუდიტორია, რომლის შესწავლაც სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება "ფაბლისითი ჯგუფის" ახალი პროექტი POLLING.GE , რომელიც წარმოადგენს ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის ეფექტურ სისტემას.

ამჟამად POLLING.GE-ზე მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტისადმი საზოგადოებრივი განწყობის კვლევა. ქართულ მედიას მიეცემა კიდევ ერთი კარგი რესურსი წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისა და ამ საკითხში საზოგადოების მუდმივი ინფორმირებულობის შენარჩუნებისათვის.

"POLLING.GE-ს შექმნის იდეა დიდი ხანია გვქონდა და ამ ტიპის პროდუქტის საჭიროებასაც დღითიდღე სულ უფრო მეტად ვგრძნობდით. შეუძლებელია ადეკვატურად არ უპასუხო ახალ ტენდენციას, რომელიც ელექტრონული კომერციის, ონლაინ მარკეტინგისა და ინტერნეტ მაღზიების განვითარებას გულისხმობს. ჩვენი პროექტი სრულფასოვნად 2008 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. მანამდე კი - ინტერნეტ მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩაერთონ POLLING.GE-ს პირველ გამოკითხვაში, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ვფიქრობ, ამ ტიპის გამოკითხვა საინტერესო იქნება მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისათვის" - აცხადებს პროექტის მენეჯერი, რეზო ნატროშვილი.

ონლაინ გამოკითხვა გამოირჩევა თავისი უპირატესობებით როგორც რეპოდენტთან, ისე მკვლევართან მიმართებაში. კერძოდ, გამოკითხვაზე პასუხის დრო, სიტუაცია და განწყობა შეირჩევა რესპონდენტის მიერ, რაც იძლევა შესაძლებლობას ადამიანმა თავი დიალოგის თანასწორუფლებიან წევრად იგრძნოს. ეს ქმინს ახალ კომინიკატიურ სიტუაციას. გარდა ამისა, ონლიან გამოკითხვა ხსნის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, ხოლო ანონიმურობის ობიექტური შეგრძნება განაწყობს რეპოდენტს გულახდილობისაკენ.

მკვლევარებისათვის ონლაინ გამოკითხვა წარმოადგენს დროის, ფულისა და შრომის ეკონომიას; ანკეტების ადაპტაციიისა და კონსტრუირების უფრო ეფექტურ საშუალებას; ღია შეკითხვებზე უფრო დაწვრილებითი პასუხის მიღებისა და გულახდილობის დონის გაზრდის შესაძლებლობას.

ორგანიზაციის შესახებ:

"ფაბლისითი ჯგუფი" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ქართულ ბაზარზე თვისობრივად ახალი პროდუქტების დანერგვაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია "პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო" - PUBLICITY.GE, რომელიც საზოგადოებამ სექტემბრის თვეში იხილა.

###

წაკითხულია: 9747

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები