ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
PRexchange-ის განვითარებისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
02/12/2011

პრესრელიზი

2 დეკემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მ.კოსტავას 47/57
ტელ: +995 32 219 55 55; +995 5 99 47 48 54
ელ-ფოსტა:
info@ncib.ge
ვებ-გვერდი: http://www.ncib.ge/
Facebook:
www.facebook.com/ncib.ge

PRexchange-ის განვითარებისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

[PUBLICITY.GE]თბილისი, 2 დეკემბერი, 2011 - კომპანია NCIB-მ ვებ-გვერდ http://www.prexchange.ge/-ის განვითარებისთვის  საკონსულტაციო საბჭო (Advisory Board) შექმნა.

საბჭო შედგება 11  წევრისგან:

  • ოთარ ქირია - Sabah Group Georgia-ს გენერალური მენეჯერი
  • თორნიკე გურული - კომპანია ვისოლის მარკეტინგის დირექტორი
  • დავით ბირმანი - საქართველოს ბანკის ბრენდის სტრატეგი
  • მაია ძირკველიშვილი - თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
  • ნიკო ნერგაძე - GIPA-ს მარკეტინგისა და რეკლამის ლექტორი
  • ქეთი სიდამონიძე - ამერიკის სავაჭრო პალატის პროექტის გუნდის მენეჯერი
  • მარიამ სპარსიაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი პრესასთან და საზოგადოებრივ ურთიერთობებში
  • თამარ ხორბალაძე - მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი
  • ნუკა ლეჟავა - კულტურის ცენტრ "მუზას" PR მენეჯერი
  • მირანდა ხუფენია - Flit Advertising Agency-ის გაყიდვების განყოფილების უფროსი
  • დიანა ველენგურსკაია - NCIB-ის PR მენეჯერი

30 ნოემბერს, კულტურის ცენტრ „მუზაში" მოეწყო საბჭოს პირველი შეკრება, სადაც საბჭოს წევრებმა PRexchange-ის ხელმძღვანელობას მიაწოდეს მრავალი საინტერესო იდეა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროექტი მომავალში.

NCIB-ის PR მენეჯერმა დიანა ველენგურსკაიამ გააკეთა პროექტის პრეზენტაცია და ისაუბრა PRexchange-ის ფუნქცებსა და განვითარების პერსპექტივაზე. მან დეტალურად განიხილა ვებ-გვერდის ფუნქციები და შესაძლებლობები, ისაუბრა პროექტის განვითარების ეტაპებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და აქტიურ მომხმარებლებზე. სხდომაზე გაჟღერდა სიახლე - დამატებითი დომენი http://www.prx.ge/, რაც წარმოადგენს www.prexchange.ge-ის შემოკლებულ ვერსიას. პრეზენტაციის ბოლოს დიანა ველენგურსკაიამ განიხილა ვებ-გვერდის სამომავლო მოკლე და გრძელვადიანი გეგმები და მრჩეველთა საბჭოს როლი პროექტის სამომავლო განვითარებაში.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დრო დაეთმო შეკითხვებს. შეხვედრაზე წამოიჭრა ბევრი საინტერესო საკითხი და დაისახა გადაჭრის გზები.

ზემოთაღნიშნული საკონსულტაციო საბჭო მუდმივად იზრუნებს ვებ-გვერდის გაუმჯობესებაზე, დახვეწასა და პოპულარიზაციაზე. საბჭოს თითოეული წევრი უსასყიდლოდ მოახდენს საკუთარი ინტელექტის ინვესტირებას და ვებ-გვერდის ლობირებას.

წაკითხულია: 2666