პრესრელიზი
21 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა მელიმონაძე
5 99 79 00 02
PSY ART-ის გამოფენა
2012 წლის 22 დეკემბერს 20:00 საათზე რუსთაველის 52-ში (ყოფილ მთაწმინდის საბაგიროს შენობაში) გაიმართება PSY ART (ფსიქოდელიური ხელოვნების ) გამოფენა.
PSY ART (ფსიქოდელიური ხელოვნება ) არის აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა , რომლის გამოფენაც საქართველოში პირველად ჩატარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლუკა ელოშვილის პირველი PSY ART (ფსიქოდელიური ხელოვნება ) ნამუშევრები, ხოლო ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ .
PSY ART (ფსიქოდელიური ხელოვნება ) გამოფენების ერთ-ერთი მიზანი არის რომ შეიქმნას ხელსაყრელი, პოზიტიური გარემო და აღქმა, ფსიქოდელიური ვიზუალების საშუალებებით (დეკორაციები, განათებები,ილუსტრაციები)
1960 წელს განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებმა შექმნეს Psy Art (ფსიქოდელიური ხელოვნება ) . ალექს გრეი არის პირველი არტისტი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მიმდნარეობის განვითარებას.
მსგავსი გამოფენების ჩატარება საშუალებას მისცემს ამ მიდმინარეობის ინტეგრირებას თანამედროვე არტში.