პრესრელიზი
24 თებერვალი
საკონტაქტო ინფორმაცია:
თაკო ჯიბუტი
შპს "ნექსთ მედია"
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ტელ: 14 46 12
მობ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა: tako@pinpoint.ge
Pinpoint.ge - ორგანიზაციებისა და ქუჩების ახალი საძიებო სისტემა თბილისის რუკაზე
[PUBLICITY.GE] თბილისი, 24 თებერვალი, 2010 - 2010 წლის 17 თებერვლიდან ვებ გვერდის Pinpoint.ge საშუალებით თბილისში მოქმედი ორგანიზაციებისა და ქუჩების მოძებნა თბილისის ახალ, ყველაზე მოქნილ ელექტრონულ რუკაზეა შესაძლებელი.
მომხმარებელი Pinpoint.ge-ზე მარტივად, მინიმალური ძალისხმევის გაწევით პოულობს ორგანიზაციებსა და ქუჩებს, ძიების ველში საძიებო სიტყვის სიმბოლოების აკრეფის პარალელურად ადევნებს თვალს ძიების შედეგებს, აკონტროლებს და ცვლის მათ, შედეგის შერჩევისას კი ორგანიზაციისა თუ ქუჩის ნიშნული პირდაპირ თბილისის რუკაზე, შესაბამის ადგილას გაჩნდება.
მომხმარებელს შეუძლია რუკაზე სასურველი ადგილის მონიშვნის შედეგად მიღებული ბმული მეგობარს IM-ით (Skype, Google Talk...) ან ელ-ფოსტით გაუგზავნოს და შეხვედრის ადგილის მიგნება გაუადვილოს ან სასურველი ადგილის კოდის დააკოპიროს და ნიშნული საკუთარ ვებ გვერდზე, საკონტაქტო ინფორმაციის გვერდით დასვას.
მთავარი გვერდის, რუკის გარდა, მომხმარებლის განკარგულებაშია სიახლის, ანონსის, კარიერის გვერდები და რედაქტორების ბლოგი. სიახლის, ანონსის, კარიერის გვერდების განახლება თავად ორგანიზაციების მიერ ხდება, ასე რომ Pinpoint ერთგვარი პლატფორმაა მათთვის მომხმარებელთან ინფორმაციის მისატანად და ისევე შეუძლიათ ამ პლატფორმით სარგებლობა, როგორც სოციალური ქსელით. ბლოგზე ქვეყნდება რედაქტორების პოსტები ტექნოლოგიებზე, ონლაინ რესურსებზე, ვებ სიახლეებზე... საიტში ინტეგრირებულია Google Friend Connect-ისა და Facebook-ის კომენტარებისა და შეფასებების სისტემა, სადაც მომხმარებლებს ცალკეულ სიახლეებსა თუ ზოგადად ვებ გვერდის შესახებ აზრის გამოთქმა შეუძლიათ.
უკვე ვახსენეთ, რომ ორგანიზაციებისთვის Pinpoint.ge ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, ეს ვებ 2.0 პროექტია, სადაც ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და ქონდეს თავისი სამართავი პანელი, რომელზეც სრული კონტროლი ენიჭება. სამართავი პანელიდან ორგანიზაციას შეუძლია გამოაქვეყნოს სიახლეები, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსები, განცხადებები ვაკანსიების, ტენდერების, გრანტების და ა.შ. შესახებ, ატვირთოს კომპანიის ლოგო, ფოტოები, შექმნას და დაიწყოს საბანერო კამპანია, თვალი ადევნოს მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და თავად საიტის ზოგად სტატისტიკას.
პროექტი შექმნილია შპს "ნექსთ მედიას" მიერ და ამავე კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს. Pinpoint.ge-ს შექმნის მოტივატორი თანამედროვე ვებ ტექნოლოგიების ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოყენების სურვილი იყო და ქართული ინტერნეტ რესურსების მომხმარებლებისთვის სარგებლობის მოტანას ისახავდა მიზნად.
Pinpoint.ge ქართულ ინტერნეტ რესურსებს შორის იმით გამოირჩევა, რომ არის სასარგებლო, user friendly (მეგობრული), მომხმარებელს უქმნის მაქსიმალურ კომფორტს და მოხერხებულობას საჭირო ინფორმაციის მოძიების ან განთავსების პროცესში, ვებ გვერდის ადმინისტრაციის სახით შუამავლის ჩარევის გარეშე. სწორედ ასეთ პროექტებზე განაგრძობს მუშაობას "ნექსთ მედია".
###