ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Porsche Performance Drive _ შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე
09/10/2014
პრესრელიზი
9 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1069)
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
Mob: (+995 591) 44 81 11
d.velengurskaia@tegetamotors.ge
www.tegetamotors.ge

Porsche Performance Drive _ შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე

დღეს, 9 ოქტომბერს 10 ქვეყნის 14 გუნდი ერთმანეთს ტრაპიზონში გაიცნობს და პორშეს მიერ ორგანიზებულ დაუვიწყარ თავგადასავალში ჩაერთვება. მონაწილეები 1550 კილომეტრს ახალი Porsche Cayenne S-ით გაივლიან. ღონისძიების მიზანიც სწორედ ამ ავტომობილის ტესტირებაა. 

საქართველოს გუნდი მე-8 ნომრით იასპარეზებს. ქეთევან ხუნწარია (Porsche center Tbilisi), შალვა ბუაჩიძე (Auto Bild Georgia), პაატა იაკობაშვილი (Rustavi 2), და აკო ახალაია (Marketer.ge) ამ დაუვიწყარი, ექსტრემალური და ადრენალინით სავსე თავგადასავლის მონაწილეები იქნებიან.

Porsche Performance Drive სტარტს ტრაპიზონში აიღებს. საქართველოში Porsche Cayenne S ბათუმს, თბილისსა და სტეფანწმინდას გაივლის და ტურს 13 ოქტომბერს, ბაქოში დაასრულებს. ავტომობილს შესაძლებლობა ექნება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ყველანაირი წინაღობა გადალახოს და დაამტკიცოს, რამდენად კომფორტული, სწრაფი და სანდოა დიდ ქალაქსა თუ მთაში. 
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილე გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული კი 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

„პორშე ცენტრი თბილისი" ქართველ ავტომფლობელებს Porsche-ს უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს სთავაზობს. Porsche-ს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" დაარსდა 2010 წელს და შედის „თეგეტა მოტორსის" კომპანიათა ჯგუფში.

 

წაკითხულია: 2767