ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/06/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
STEM Fest 2019
9 ივნისს, თბილისში, ინოვაციურ ფესტივალი - STEM Fest 2019-ს ჩატარდა. ფესტივალში წელს სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე ჩაერთო, რომლებმაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო პროექტები გააცნეს. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმო. ღონისძიების ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის გამოგონება და მოსწავლეებისთვის შექმნილი სახალისო პროექტი.
STEM FEST 2019-ის ფარგლებში, ისთ-ფოინთის ტერიტორიაზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაათვალიერებინათ თემატური სტენდები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე 50-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი რეგიონებიდან ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს. ფესტივალი საზეიმოდ გახსნეს სკოლა-ლიცეუმ სხივის ანსამბლმა, რის შემდეგაც სტენდების დათვალიერება ღია იყო ნებისმიერი მსურველისთვის.
პროექტის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტში მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეს შეეძლება, რომელიც თემატურ პროექტს შესთავაზებს საორგანიზაციო კომიტეტს.
STEM ფესტივალი თბილისში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება და წარმატებული მოსწავლეები უკვე IYIPO 2020-შიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. წარმოდგენილი პროექტები ძირითადად მოიცავს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.
STEM ფესტივალის ორგანიზატორი სკოლებია: ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2520