ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
SWISS CAPITAL CONSTRUCTION შეჩერებულ მშენებლობებს დააფინანსებს
02/11/2010

პრესრელიზი

2 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
გაყიდვებისა და მარკეტინგის
განყოფილების ხელმძღვანელი
ნინო აბსნაძე
995 77 777 018 
nino@archi.ge
http://archi.ge

SWISS CAPITAL  CONSTRUCTION შეჩერებულ მშენებლობებს დააფინანსებს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  2 ნოემბერი  , 2010 წელი - საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო კომპანია „სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი“  შემოვიდა (www.swisscapital.ge). კომპანიის ძირითად საქმიანობას შეჩერებული სამშენებლო პროექტების დაფინანსება წარმოადგენს, როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათ შემუშავებული აქვთ დაფინანსების სქემა და პირობები, რომლებსაც ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან ინდივიდუალურად განიხილავენ.

“ჩვენ ძირითადად საცხოვრებელი სახლებით ვინტერესდებით, თუმცა საოფისე შენობებსაც განვიხილავთ. ვფიქრობთ, რომ თბილისში არსებული შეჩერებული მშენებლობების წარმომადგენელთათვის ჩვენი შეთავაზება ძალზედ საინტერესო იქნება“ - აცხადებს „სვის კაპიტალ ქონსთრაქშენ“-ის დირექტორი ბატონი ჯიმ სიმპსონი.  

დაფინანსების მოცულობა თითოეულ პროექტზე 3 მილიონ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. „სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი“  სამშენებლო პროექტის ღირებულების არაუმეტეს  75%-ს დააფინანსებს.  

„მნიშვნელოვან პარამეტრს დასაფინანსებელი პროექტის შერჩევისას მისი ლიკვიდურობა წარმოადგენს, შესაბამისად პირველ ეტაპზე თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებულ მშენებლობებს განვიხილავთ. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ყველა იურიდიულ და ფინანსურ საკითხს, ორგანიზებას გაუწევს მარკეტინგსა და გაყიდვებს და ასევე გააკონტროლებს მშენებლობის პროცესს“ - აცხადებს სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო აბსანძე.

პროექტების შერჩევის პირველი ეტაპი ნოემბრში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

წაკითხულია: 3937