ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Shell-ის გლობალური ოფისის წარმომადგენლების სემინარი თბილისში
23/04/2013
                                                          პრესრელიზი

22 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54

Shell-ის გლობალური ოფისის წარმომადგენლების სემინარი თბილისში

23 აპრილს, სასტუმრო „ამბასადორში" „თეგეტა მოტორსისა" და მისი შვილობილი კომპანიის „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის" ორგანიზებით გაიმართება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Shell-ის სემინარი „Shell"-ის პრემიალური საცხებ-საპოხი მასალების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ეწყობა  „თეგეტა მოტორსის" კორპორატიული კლიენტებისთვის. სემინარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული Shell-ის გლობალური ოფისის წარმომადგენლები წაუძღვებიან.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდის საქმიანობის უკეთ გაცნობა კორპორატიული მომხმარებლებისთვის. „თეგეტა მოტორსი" ზრუნავს პრემიუმ ბრენდის სიახლეებისა და თანამედროვე განვითარების ტენდენციების დანერგვაზე საქართველოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული სემინარის ფარგლებში Shell-ის პროდუქციის უპირატესობებისა და ტექნოლოგიური მიღწევების შესწავლა, რაც  შემდგომში პროდუქციის ხარისხზე აისახება.

ტრენინგს დაესწრება 50-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი. აღნიშნული ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას კომპანიებს შორის.

Shell-ის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა მოტორსი", ხოლო „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია" მისი მაკრო დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში.

Shell
შელის ისტორია უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და დღეს ის მსოფლიო ნავთობის წარმოების ლიდერია. შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Gadus, Shell Tellus, და სხვ. კომპანიის წამყვანი კვლევითი ცენტრები განთავსებულია გერმანიაში, იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში

50 წელზე მეტია „შელი" Ferrari-ს საჯინიბოს რჩეულია. 1947 წელს, როდესაც მარანელოს ფერარის ქარხნის კარიბჭე პირველმა ფერარიმ დატოვა, ის დაცული იყო შელის ზეთებით. „შელი" Ferrari-ის უცვლელი უცვლელი პარტნიორია ფორმულა 1-ის რბოლების დროსაც.

წაკითხულია: 2239