ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Sony Entertainment- ის გადამღები ჯგუფი უკვე საქართველოშია და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე გადაცემა Week End Out-სთვის სიუჟეტებს მოამზადებს
17/09/2013

პრესრელიზი

17 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

Sony Entertainment- ის გადამღები ჯგუფი უკვე საქართველოშია და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე გადაცემა Week End Out-სთვის სიუჟეტებს მოამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია დუბაი.ჯი-ს ერთობლივი მოწვევით 14-19 სექტემბერს ხორციელდება პრეს ტური დუბაიდან, რეიტინგული გადაცემისთვის - Week End Out.

როგორც მოგეხსენებათ, დუბაი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს რადგან არსებობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და აღნიშნული რეგიონის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოში სამოგზაუროდ. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად მოწვეულ იქნა რეიტინგული გადაცემის გადამღები ჯგუფი, რომლებიც საქართველოში მოინახულებენ თბილისს, ყაზბეგსა და კახეთის რეგიონებს რის შედეგადაც მოამზადებენ სიუჟეტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღნიშნული სიუჟეტები გაშუქდება დუბაიში, Sony Entertainment ტელე არხზე გადაცემის Week End Out სეზონის გახსნის ფარგლებში.

აღნიშნულ პრეს ტურს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვება დუბაის ბაზარზე, რაც საქართველოს ტურისტულ ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს და გაზრდის დუბაიდან ტურისტების ნაკადის შემოდინების ტენდენციას.

როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია Fly Dubai საქართველოს ბაზარზე უკვე ორი წელია წარმატებით ოპერირებს და მოთხოვნის შესაბამისად წლიდან წლამდე რეისების სიხშირე თბილისი-დუბაის მიმართულებით მატულობს.

 

წაკითხულია: 2062