პირველად საქართველოში და კავკასიაში, ყავის საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Coffee Festival - 22, 23, 24 სექტემბერს გაიმართება! ფესტივალი სტუმრებს მთაწმინდის პარკში მდებარე "ანდერვილ კლუბში" უმასპინძლებს.
Tbilisi Coffee Festival მოიცავს ბევრ საინტერესო ღონისძიებას და ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში ყავის სექტორის განვითარებაში: ინდუსტრიის წარმომადგენლების გამოფენა, ვორქშოფები, ლატე არტისა და ყავა და ალკოჰოლის ჩემპიონატები; Specialty Coffee Association-ის ოფიციალური, საერთაშორისო სერთიფიცირება ( sca.coffee ); Coffee Cupping -ყავის მარცვლების დეგუსტაცია; ფუდ ფესტი და მუსიკა ღია სივრცეში.
დამატებითი ინფორმაციასა და სხვა საინტერესო დეტალებისთვის გელით პრეს-კონფერენციაზე 7 სექტემბერს, 11:00-ზე, რუსთაველის 36-ში, "კოფისტას" ფილიალში.
ფესტივალის ციფრული მხარდამჭერი გამორჩეული სააგენტო META გახლავთ.ბიზნეს ვიზიტორებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ფესტივალის პარტნიორია BIA. ბილეთების რეალიზაციაში ფესტივალის პარტნიორია TCF Tickets @ TKT.GE
ფესტივალის სპონსორები არიან ყავისა და სასმელების ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები: Victoria Arduino, Nuova Simonelli, ყავის აკადემია, Horeca Solutions, Mixxon, Santal & Parmalat , Le Piantagioni Del Caffè ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია „თბილისის მერია".
ფესტივალზე სპეციალური საშვით დასასწრებად, ასევე უშუალოდ ფესტივალის დეტალური პრეს-რელიზის და მედია მასალების მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ლინკზე: https://forms.gle/Gd5GpbdT1scpfJpn9