ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
UGT Group-ი საქმიანობას აფართოვებს და საზღვაო-სანაოსნო და პრემიუმ კლასის ტურისტულ სფეროში, იახტების მწარმოებელი, ლიდერი იტალიური კომპანია FERRETTI Group-ი საქართველოში შემოყავს
15/06/2016
პრესრელიზი
                                                                                    
 

 

 

UGT Group-ის შვილობილმა კომპანია Caucasus Yachts-მა ხელი მოაწერა საპარტნიორო ხელშეკრულებას იტალიურ FERRETTI Group -თან, რომელიც მას კავკასიის რეგიონში პრემიუმ კლასის იახტების მიწოდებაზე ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას ანიჭებს. Caucasus Yachts აგრეთვე განახორციელებს იახტების სრულფასოვან მენეჯმენტს და ტექნიკურ მომსახურებას. 

საპარტნიორო ხელშეკრულების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს, 16 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში.  შეხვედრაზე UGT Group-ს წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და UGT Group-ის პრეზიდეტი ბ-ნი გიორგი ჭირაქაძე და Ferretti Group-ს წარმოადგენს კომპანიის კომერციული დირექტორი ბ-ნი სტეფანო დე ვივო.

 „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების ახალი ნაკადების მოზიდვას და საზღვაო-სანაოსნო სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ზრდის დაჩქარებას“ აღნიშნა ბატონმა გიორგი ჭირაქაძემ. 

„მოხარული ვართ ჩვენი საქმიანობის გაფართოებით აღმოსავლეთ ევროპაში და კერძოდ, საქართველოში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანაში, რომელიც ხასიათდება სწრაფი ეკონომიკური ზრდით,“ აღნიშნა ბატონმა სტეფანო დე ვივომ. „ჩვენი იახტების განსაკუთრებულობას  აუცილებლად დააფასებენ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. ძალიან ვაფასებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გვემუშავა ისეთ კომპანიასთან როგორიცაა Caucasus Yachts, რომელიც UGT Group-ის შვილობილი კომპანიაა. ეს ის ჯგუფია რომელსაც ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური პოზიცია უკავია. ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშესთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით Ferretti Group-ი შეძლებს წამყვანი პოზიციები დაიკავოს კავკასიის რეგიონში.“ 

 

UGT Group-ის შესახებ: 

UGT ჯგუფი წარმოადგენს მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ძირითადად მოღვაწეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სისტემური ინტეგრაციის, რეთეილის, დისტრიბუციის, სწავლებისა და სერთიფიცირების და უწყვეტი ელექტრო მომაგარების გადაწვეტილებების სფეროში. 

ჯგუფის შვილობილი კომპანიები მოღვაწეობენ როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.  მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, იტალიასა და თურქეთში. 

ჯგუფის შვილობილი კომპანიები მუდმივად ითვისებენ უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და კლიენტებს სთავაზობენ თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, რაც მათ ეფექტურად ეხმარება ბიზნეს - მიზნების მიღწევაში.

 

Caucasus Yachts -ის შესახებ: 

კომპანია Caucasus Yachts წარმოადგენს UGT Group -ის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საზღვაო-სანაოსნო ინდუსტრიის ლიდერია კავკასიის რეგიონში. 

კომპანია წარმოადგენს პრემიუმ  კლასის იახტების, კატერების და საწყალოსნო სპორტის ერთადერთ მომწოდებელს კავკასიის რეგიონში (საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში) და ყაზახეთში.

 

Ferretti Group-ის შესახებ:

Ferretti Group-ი იტალიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ლიდერია პრემიუმ კლასის იახტების და კატერების წარმოებაში. Ferretti Group-ის იახტები ყოველთვის გამოირჩევა შეუდარებელი ხარისხით, შთამბეჭდავი უსაფრთხოებით, ექსკლუზიური დიზაინით და უბერებელი მომხიბვლელობით. 

მის უნიკალურ პორტფოლიოს ამშვენებს პრესტიჟული და ექსკლუზიური ბრენდები როგორიცაა Ferretti Yachts, Riva, Pershing, Itama, Mochi Craft, CRN და Custom Line. 

დაარსდა რა 1968 წელს, Ferretti Group-ი წარმოდგენილია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

საკონტაქტო ინფორმაცია: ინგა კუპატაძე, მობილური 593-220505 

წაკითხულია: 4978