პრესრელიზი
12 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
www.ugt.ge
+995 (32) 2 22 05 05
+995 (32) 2 22 02 06
+995 (99) 96 14 27
mailto:ani.nadiradze@ugt.geS
Skype: ani_nadiradze
UGT-ის დახმარებით Microsoft-თან კორპორაციული შეთანხმება გაფორმდა
UGT-ის დახმარებით შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ Microsoft-თან კორპორაციული შეთანხმება გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის მიმართულებით.
აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ არამარტო მიიღო ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები, არამედ 3 წლის განმავლობაში ისარგებლებს მათი განახლებული ვერსიებით, მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებით, უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ავტოროზებული ტრენინგებით და მიიღებს ბევრ სხვა სარგებელს, რასაც სამინისტროს უშუალოდ Microsoft-ის თანამშრომლები გაუწევენ.
როგორც მინისტრმა ანდრია ურუშაძემ აღნიშნა „ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით გადაიდგა. ვფიქრობ, მსგავსი კონტრაქტები ქვეყანაში ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ორი პროექტი გვაქვს: სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემები და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები. ორივე მათგანის განვითარებისთვის აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენს შემთხვევაში ამას კომპანია Microsoft-ი განახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."
UGT მჭიდროდ თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ინტენსიურად ჩართულია მინისტრის მიერ ზემოთაღნიშნულ პროექტებში და თავისი წვლილი შეაქვს იმ ნოვატორულ ნაბიჯებში, რასაც ჯანდაცვის უწყება ახორციელებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით.
UGT-ის შესახებ:
მრავალწლიანი გამოცდილებითა და 200-მდე თანამშრომლით, UGT არის საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის ლიდერი სისტემური ინტეგრატორი.
Microsoft-სა და UGT-ის შორის პარტნიორობა 10 წლის წინ დაიწყო და დღეს-დღეობით UGT წარმოადგენს ერთადერთ ქართულ კომპანიას, რომელსაც Microsoft-ის Gold Partner-ისა და Large Account Reseller-ის სტატუსები გააჩნია ლიცენზირების მიმართულებით.
სპეციალურად იმ მსხვილი ორგანიზაციებისთვის, ვისაც საკუთარი სისტემები სტანდარტიზირებული აქვთ Microsoft-ის პლატფორმებზე, UGT უზრუნველყოფს სპეციალურ ლიცენზირების პროგრამებს, რაც ერთიორად ამარტივებს ლიცენზირებას, აუმჯობესებს ფინანსურ პირობებს და ამცირებს ლიცენზირებაში გადასახდელ თანხებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად Microsoft-ის ლიცენზირების პროგრამების შესახებ, შეგიძლიად ეწვიოთ ვებ პორტალს www.licensing.ge.