პრესრელიზი
4 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო:
599 196907 (მობილური),
sophie.tchitchinadze@undp.org
ეკა ბენდელიანი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო:
599 287940 (მობილური),
katerina@moe.gov.ge
UNDP, გარემოს დაცვის სამინისტრო ხელს უწყობენ წყალდიდობების საფრთხის შემცირებას
გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებენ ახალ პროექტს, რომლის მიზანიცაა წყალდიდობებისა და წყალმოვარდნის პრევენცია და რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვა.
პროექტი განხორციელდება მდინარე რიონის აუზის ექვს მუნიციპალიტეტში - ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, ცაგერში, სამტრედიასა და წყალტუბოში.
4-წლიანი პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის დონორია ადაპტაციის ფონდი - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების დაძლევაში.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახლო თანამშრომლობით.
ხვალ, 4 ივლისს, გაიმართება მსჯელობა პროექტის უშუალო მიზნებისა და განხორციელების შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რიონის ხეობის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
სემინარს გახსნიან საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა.
მედიას ვიწვევთ შეხვედრის გახსნაზე დასასწრებად:
ოთხშაბათი, 4 ივლისი 2012, 10:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორი"