ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ტრენინგების ახალ რაუნდს აცხადებს. პროექტი უკვე მეხუთე წელია რაც წარმატებით ხორციელდება, თუმცა „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის“ ფარგლებში ტრენინგების მასშტაბი გაიზარდა, ის მოიცავს მთელს საქართველოს და მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა კაცების, ასევე ახალგაზრდა ქალების აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალი მეწარმეები და მომავალი ენტერპრენერების მხარდაჭერას.