ივენთ სააგენტო ,,ემპროფი“ M Prof მერიმ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დააფუძნა. საკუთარი სახსრებით შეიმუშავა ლოგო, მოაწესრიგა ფორმალური საკითხები და მწირი ბიუჯეტით შეიძინა სადღესასწაულო აქსესუარები. ბევრი მცდელობის, დახარჯული მოტივაციის და მრავალფეროვანი ექსპერიმენტების მიუხედავად თავისი მცირე ბიუჯეტით წინსვლა ვერ მოახერხა, თუმცა საკუთარი ქორწილში გამოცდილი ნერვიულობით, მრავალი დასაგეგმი დეტალით, გათენებული ღამეებით და დახარჯული ენერგიით მიხვდა რა ესაჭიროებოდა ბაზარს, ეს იყო - ღონისძიებების ორგანიზატორი! გარკვეული პერიოდის კვლევისა და დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში ღონისძიებების ორგანიზატორი, როგორც პროფესია არც თუ ისე აღიარებულია. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ემოქმედა თანამედროვე ივენთ ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამი და დაეწყო ამ სფეროს განვითარება საკუთარი კომპანიის მაგალითზე. სწორედ, ამ მიზნით მერი მოხვდა მეწარმეთა სკოლაში და სადაც აჩვენეს სწორი მიმართულება, ასწავლეს როგორ ხდება ბაზარზე თავის დამკვიდრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუწიეს ფინანსური დახმარება და მისცეს განვითარების შანსი.
ივენთ სააგენტო ,,ემპროფი“ უკვე აქტიურად ჩაერთო ივენთ ინდუსტრიაში და გეგმავს განავითაროს და მოთხოვნადი გახადოს ღონისძიებების ორგანიზატორის პროფესია აჭარის რეგიონში. მერის მიზანია აჭარის რეგიონს აჩვენოს, რომ ყველა პროცესს სჭირდება მართვა, რათა იგი იყოს იდეალური და სწორედ ამისთვის არსებობენ ღონისძიების ორგანიზატორები.