ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
USAID-ის მხარდაჭერა საქართველოს ქალაქებისათვის ურბანული განვითარების დაგეგმარებაში
30/01/2014
პრესრელიზი

30 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვი


საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ შავდია
დემოკრატიული მმართველობა
საქართველოში (G3) პროგრამა
ტელ: (577) 991 991
tshavdia@msi-gergia.ge

USAID-ის მხარდაჭერა საქართველოს ქალაქებისათვის ურბანული განვითარების დაგეგმარებაში

თბილისი - 30 იანვარს, 16 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში", USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) ორგანიზებით, გაიმართება სემინარი, სადაც წარმოდგენილი იქნება თვითმმართველი ქალაქების - ფოთისა და რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმები, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და უფლებრივი ზონირების რუკები, აგრეთვე, ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სტრატეგიული ურბანული გეგმების შემუშავების თანამედროვე მიდგომებს და გაიუმჯობესონ სტრატეგიული ურბანული დაგეგმარების უნარ-ჩვევები.
სემინარს დაესწრებიან ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები - ბათუმის, ფოთისა და რუსთავის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბ-ნი დავით ნარმანია ისაუბრებენ ურბანული დაგეგმარების სრულყოფილი დოკუმენტაციის შემუშავების მნიშვნელობაზე საქართველოს ქალაქების განვითარებისთვის. სემინარის დასასრულს, შემაჯამებელი სიტყვით გამოვა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰაიკინი.
USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) მიზანია ხელისუფლების ყველა დონეზე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური ეფექტიანობის გაუმჯობესება. ასევე, იგი მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებასა და სამთავრობო უწყებებს, დაინტერესებულ მხარეებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ხელშეწყობის ფარგლებში, G3-ის მიერ მოწვეული ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებმა, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს თვითმმართველი ქალაქების - ბათუმის, ფოთისა და რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმები. G3-ის ხელშეწყობით, აგრეთვე, შემუშავდა ფოთისა და რუსთავის დეტალური მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და უფლებრივი ზონირების რუკები. ურბანული დაგეგმარების სრულყოფილი დოკუმენტაციის შემუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ქალაქების განვითარებისთვის. დაგეგმარების პროცესში მონაწილეობდნენ ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები (ადგილობრივი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ექსპერტები, ბიზნეს და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები).

_____________________________________


USAID საქართველო: უკანასკნელი 21 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით განახორციელა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში. ქვეყანაში ყოველწლიურად 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობას და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) ფოკუსირებულია მმართველობის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ სახელისუფლებო დონეზე და მუშაობს შერჩეულ სამინისტროებთან და უწყებებთან მათი სტრატეგიული დაგეგმარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. G3-ი, მუშაობს ადგილობრივ დონეზე 10 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, გაზრდილი ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და კომპეტენციის მქონე ადგილობრივი მთავრობების ფორმირების მიზნით და აგრეთვე, ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი მმართველობის საკითხებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის USAID-ისა და G3-ის შესახებ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov; www.goodgovernance.ge

 

 

 

წაკითხულია: 7524