ზაურმა თავისი რესურსით გამოიკვლია ქართული ბაზარი, თუ რომელი პროდუქტის ნაკლებობა ან დეფიციტი შეინიშნებოდა დახლებზე. კვლევების შემდეგ დამწყებმა ფერმერმა გადაწყვიტა ბაზარზე ნაკლებად დომინანტური პროდუქტი: მწყრის ხორცი და კვერცხის წარმეობა დაეწყო. თუმცა ამისთვის ჯერ საწყისი კაპიტალიც არ ჰქონდა. დამწყებმა მეწარმემ მწირი რესუსრსით გახსნა ანაბარი და მცირე დანაზოგით ფულის შეგროვება დაიწყო. ყოველ ჩარიცხულ და გადადებულ თანხაზე იცოდა, რომ მიზანს უფრო უახლოვდებოდა. როდესაც გარკვეულ თანხას თავი მოუყარა, საკუთარ ეზოში მინი ფერმა ააშენა და პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. პარალელურად პროექტის „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ მონაწილეც გახდა, რომლის ფარგლებშიც ცოდნასთან ერთად, საკუთარი წარმოებისთვის თანადაფინსებაც მოიპოვა. ზაურმა USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერით ყველა საჭირო ინვენტარი შეიძინა, რომელიც აუცილებელი იყო მეწარმეობისთვის. დღეს ზაურის ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული და მომგებიანია. იგი კვერცხისა და მწყრის ხორცით უკვე გორის რაიონს ამარაგებს. ახალგაზრდა სტარტაპერის მიზანია გააფართოოს წარმოება და ქართული ბაზრის ლიდერი მიმწოდებელი გახდეს კვერცხისა და ხორცის წარმოებაში.