ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai - წარმატების ისტორია
13/02/2013
 


პრესრელიზი

13 თებერვალი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 


საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge

flydubai - წარმატების ისტორია

  • flydubai-ს უმნიშვნელოვანესი წილი შეაქვს დუბაის ავიაციის განვითარებაში
  • flydubai ოპერირების მესამე წელს მომგებიანი ავიაკომპანია ხდება

დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია flydubai დღეს ყურადღებას საკუთარ მიღწევებზე და დუბაის ავიაინდუსტრიაში შეტანილ წვლილზე გაამახვილებს.

ავიაკომპანიამ ოპერირება 2009 წლის ივნისში დაიწყო და ამ პერიოდიდან შეუდარებელი ზრდა დააფიქსირა. ბოლო ორ წელიწადში 2-ზე მეტჯერ გაიზარდა ავიაკომპანიის მიერ დანიშნული რეისების რაოდენობა. flydubai-ს რეისების რაოდენობა 25-დან 52-მდე გაიზარდა.  ყოველთვიურად ავიაკომპანია ერთზე მეტ ახალ მიმართულებას ამატებს. იგი კვირაში 1000-ზე მეტ რეისს ასრულებს. ავიაკომპანიამ ოპერირების დაწყებიდან დღემდე 10,4 მილიონი მგზავრის ტრანსპორტირება მოახდინა. flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: ჩვენ ოპერირება 2009 წლის ივნისში დავიწყეთ. დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო საჰაერო მგზავრობა ყველასთვის იაფი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ჩვენ ასევე დავნერგეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიისთვის ოპტიმალური მიდგომა, რომელიც მგზავრებს დამატებითი, ხელმისაწვდომი ფასის გადახდის შემთხვევაში სპეციალური სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.2012 წელს ჩვენ მოვახდინეთ 5,1 მლნ მგზავრის ტრანსპორტირება. ჩვენს ქსელს დღეს ახალი მიმართულება ჰაილი, საუდის არაბეთი დაემატა, ჩვენი ავიაკომპანია 52 მიმართულებით დაფრინავს და ჩვენი ავიაპარკი 28 თვითმფრინავისაგან შედგება.

ძლიერი ფინანსური წარმადობა ჩვენს წარმატების ისტორიას ამყარებს

flydubai-ს 2012 წლის შემოსავალმა 756 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა. წლის სუფთა სარგებელმა კი 41,4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია,რამაც 2012 წლის შემოსავლის 24 % შეადგინა და EBITDARის მიხედვით ეს არის ბრწყინვალე მაჩვენებელი იმ კომპანიის ფინანსური სიჯანსაღისთვის, რომელიც მხოლოდ 3 წელია ოპერირებს. 2012 წელს ფრენის დროს დამატებითი სერვისების მეშვეობით მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის 16.5 % გაუტოლდა. flydubai-ს მიერ არსებული ნდობის დადასტურებაა 1,2 მილიარდი აშშ დოლარი კრედიტი, რომელიც მას გამოუყვეს 50 თვითმფრინავის შესაძენად სხვადასხვა კომპანიებმა.

ოპერირების შედეგებს მგზავრთა რაოდენობა განსაზღვრავს

2012 წელს ავიაკომპანია 5,1 მლნ მგზავრს, ხოლო საერთოდ 10,4 მლნ მგზავრს მოემსახურა. გასულ წელს მგზავრთა რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით 63%-ით, ხოლო მთლიანად ყველა ავიაკომპანიის 21%-ით გაიზარდა, ხოლო მგზავრთა რაოდენობა დსთ-ს  ქვეყნების მიმართულებით 72%-ით, ხოლო მთლიანად ყველა ავიაკომპანიის 28%-ით გაიზარდა.
flydubai კვირაში 1000 რეისს ასრულებს ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით. ავიაკომპანიამ 31 ისეთ მიმართულებას დააკავშირა, სადაც მანამდე არცერთი ადგილობრივი ავიაკომპანია არ დაფრინავდა ან პირდაპირ რეისს არ ასრულებდა. კომპანიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაპარკი გააჩნია, სადაც 2016 წლამდე 737-800  მოდელის 50 თვითმფრინავს მიიღებს .

2013 წლის და შემდგომი პერიოდის დამაიმედებელი პროგნოზი

flydubai-ს წარმატებული ბიზნესის მოდელი და მკაფიოდ განსაზღვრული განვითარების სტრატეგია გააჩნია. 2013 წელს ავიაკომპანია 6 ახალ თვითმფრინავს მიიღებს, რაც უზრუნველყოფს გაზრდილი მოთხოვნის და ახალი მიმართულებების მომსახურეობის დაკმაყოფილებას. გაერთიანებული არაბეთის საემიროების მთავრობა აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას დუბაის აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, იმ მიზნით რომ დუბაი რეალურად გახდეს და შეინარჩუნოს რეგიონის ავიაციის, ტურიზმისა და ვაჭრობის ცენტრის სტატუსი. ასე, რომ flydubai დარწმუნებულია საკუთარ წარმატებებში, 2013 წელს და შემდგომ წლებსაც შესაბამისად იმედიანად უყურებს.

წაკითხულია: 2371