პრესრელიზი
21 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ავიაგადაზიდვების საერთაშორისო ბაზარზე გადის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 სექტემბერი, 2012 - flydubai Cargo-ს გადაზიდვების მარშრუტი უკვე მთელი მსოფლიოს გარშემო ჰონგკონგიდან ბანგლადეშამდე, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით გაიზარდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამ ზიდავი ტვირთების ტრანსპორტირებას უკვე ევროპის, ამერიკის, ავსტრალიის, ინდოეთის კონტინენტების სხვადასხვა წერტილში ასევე სპარსეთის ყურის, ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აწარმოებს.
Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტის თქმნით: „ჩვენ ტვირთების გადაზიდვა დავიწყეთ იმ მიზნით, რომ ეს სერვისი ყველასათვის მარტივი, იაფი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ამ შიდა ხელშეკრულებების გაფორმებით ჩვენ შევქმენით ახალი მარშრუტები და ახალი სავაჭრო შესაძლებლობები. ჩვენ უკვე ტვირთების გადაზიდვა სუდანიდან სიდნეის მიმართულებით შეგვიძლია, ასევე ნეპალის ხელნაკეთ პროდუქციას აშშ-ის, ევროპელ და ავსტრალიელ მომხმარებლებს ვაწვდით“.
Flydubai Cargo-მ ხელმისაწვდომი ტარიფებითა და საერთაშორისო გადაზიდვების სადისტრიბუციო ინტერნეტ სისტემა Calogi.com-თან თანამშრომლობის დაწყებით ძალიან ბევრ კომპანიას სტიმული მისცა თავიანთი ტვირთების გადაზიდვა დუბაის საერთაშორისო გადამზიდავისთვის მიენდოთ. Flydubai Cargo პროდუქციის ფართო ასორტიმენტის ტრანსპორტირებას ახორციელებს, რადგან არსებობს დიდი მოთხოვნილება დროულ, ხელსაყრელ და სანდო მომსახურეობაზე. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ოპერირების დაწყებიდან ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა და ჩვენი კომპანიაც შესაბამისად ქსელის გაზრდას განაგძობს - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
###