პრესრელიზი
8 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai ავიაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
ავიაციის ბიზნესის დაჯილდოვების მეექვსე საერთაშორისო კონკურსზე flydubai წლის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა და ავიაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო
გუშინ საღამოს (2012 წლის 7 ნოემბერი) გამართულ ყოველწლიურ ავიაციის ბიზნესის დაჯილდოების კონკურსზე დუბაის ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ავიაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
ავიაკომპანიამ ასევე წლის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ტიტულიც შეინარჩუნა. ეს ჯილდო flydubai-ს გასულ წელსაც ჰქონდა მიღებული შთამბეჭდავი სისწრაფით ქსელის გაფართოების და ინოვაციური სერვისების დანერგვის ჯილდოსთან ერთად. ყოველწლიური ავიაციის ბიზნესის დაჯილდოვების ცერემონია ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში ავიაინდუსტრიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და ადგილობრივი ავიაკომპანიების მიერ მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული წარმატებების გამოსავლენად იმართება.
დაჯილდოვების ცერემონიის დასრულებისას Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: ჩემთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია ამ ორი ჯილდოს მიღება. ჩვენთვის ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს ავიაციაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიღებულ ჯილდოს, რომელიც აღიარებს ჩვენს მცირე შენატანს გაერთიანებული არაბეთის საემიროების საავიაციო სექტორის განვითარებაში.
გაერთიანებული არაბეთის საემიროების მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ავიაინდუსტრიის აყვავებას და ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას გაერთიანებული არაბეთის საემიროებში ვაჭრობის, ტურიზმის და სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების სექტორებში. ჩვენი დიდი ენთუზიაზმით განვაგრძობთ ჩვენი ქსელის და ავიაპარკის განვითარებას.
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე flydubai-მ 10 ახალი მიმართულება ჩართო თავის ქსელში. მათ შორის ბუქარესტი, სკოპიე, კიევი და სანა. სულ ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა 117.5 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას აშშ-ს ექსპორტ-იმპორტ ბანკთან სამი ბოინგ 737-800NG თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით. ერთი თვითმფრინავი დუბაიში უკვე ჩამოვიდა, დანარჩენ ორს წლის ბოლომდე ველოდებით.
ITP Publishing Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალიდ აკავიმ flydubai-ს დაჯილდოვებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: მინდა მივულოცო flydubai-ს ზედიზედ მეორე წელს წლის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ტიტული მიღება. ჟიურიმ აღიარა ავიაკომპანიის ქსელის სწრაფი ზრდა, ყურადღება გაამახვილა ახალი რეგიონების ათვისებასა და თვითმფრინავებში დანერგილ სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებზე, რითაც ავიაკომპანიამ დამხმარე შემოსავლები გაზარდა.