პრესრელიზი
1 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
http://maiko@publicity.ge
flydubai ასრულებს პირობას კომპანიის მიერ განხორციელებული ფრენები იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი
29 მარტიდან კომპანია flydubai ფრენების სიხშირეს ზრდის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 მარტი, 2012 - დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai საქართველოში ფრენის სიხშირეს ზრდის. ამა წლის 29 მარტიდან კომპანია flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით მე - 3 სიხშირეს ამატებს, რაც კიდევ უფრო მეტი კომბინაციების საშუალებას იძლევა ტურებისთვის და საქმიანი მოგზაურობისათვის.
გეგმიური რეისები, რომელიც სამშაბათს და შაბათს ხორციელდება, ყოველგვარი ცვლილების გარეშე შესრულდება. ფრენის საათები კი შემდეგია:
ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი გრძელდება. კომპანია მესამე რეისის უკვე ყოველ ხუთშაბათს შეასრულებს. მგზავრობის ღირებულება უცვლელია და ერთი გზა 140 დოლარიდან, ხოლო ორივე მიმერთულებით 270 დოლარიდან იწყება. 25 აპრილამდე კი კომპანია მგზავრებს აქციას სთავაზობს ბილეთებზე, რომლის ფარგლებშიც ერთი ბილეთის მყიდველი მეორე ბილეთს საჩუქრად მიიღებს (მგზავრი მეორე ბილეთზე მხოლოდ აეროპორტის მოსაკერებლს გადაიხდის).
ავიაკომპანია flydubai-ს აქვს სერვისის მარტივი მოდელი, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურეობის საფასურს, რომელიც მას სჭირდება. ტარიფი შეიცავს ყველა მოსაკრებელს და დამატებით 7 კგ. ხელბარგს და ერთი კომპიუტერის ან ხელის ჩანთას. იმ შემთხვევაში თუ ბარგი 20 კგ-ია, მისი საწყისი ფასი შეადგენს 50 დირჰამის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მაღალი კლასის სავარძლით სარგებლობა კი დამატებით 100 დირჰამი უჯდება მგზავრს.
flydubai-მ თბილისის მიმართულებით 2011 წლის 4 ნოემბერს დაიწყო ოპერირება. მას შემდეგ თბილისიდან დუბაის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობა 220%-ით გაიზარდა. ხოლო, კომპანიის დსთ-ს ქვეყნებში შესვლის შემდეგ რუსეთიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ამა წლის იანვარში 57,3%-ით მეტი მგზავრი ჩამოფრინდა.
რეგიონში, სადაც ყოველთვის ტრადიციული ავიაგადამზიდავები დომინირებდნენ flydubai-მ მოახერხა შეენარჩუნებინა მომსახურების მაღალი ხარისხი და ამავდოულად დაემკვიდრებინა ბაზარზე ღირსეული ადგილი. ავიაკომპანია მგზავრებმა იმდენად კარგად მიიღეს, რომ ის დღეს სიდიდით მეორე კომპანიაა, რომელიც დუბაის აეროპორტიდან ოპერირებს. კომპანიის მთავარი მიზანი იყო მგზავრებისთვის უფრო დაბალი ფასები შეეთავაზებინა ისეთ პოპულარულ მიმართულებებზე, როგორებიცაა დუბაი, ბეირუტი, ლიბანი, მუსკატი და სხვა. flydubai-მ ასევე მიზნად დაისახა გაერთიანებული არაბეთის საემიროები იაფი პირდაპირი რეისებით ახალ მიმართულებებთან დაეკავშირებინა. თბილისი - საქართველო, სამარა - რუსეთის ფედერაცია, ბიშკეკი-ყირგიზეთის რესპუბლიკა, flydubai-ს ახალი და უკვე პოპულარული პირდაპირი მიმართულებებია.
კომპანია flydubai-ს სწრფად მზარდი, ინოვაციური მიდგომები ავიაინდუსტრიის სფეროში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. flydubai წლის საუკეთესო დაბალფასიან ავიაკომპანიად ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის და ავიაციის ბიზნესის 2011 წლის კონკურსებზე დაჯილდოვდა.