ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ახალ ხელშეკრულებას აფორმებს და 172 მლნ აშშ დოლარის დაფინანსებას იღებს
28/05/2012

პრესრელიზი

28 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai ახალ ხელშეკრულებას აფორმებს

  კომპანია Standard Chartered's Pembroke  ავიაკომპანიის ორ ახალ თვითმფრინავს დააფინანსებს

დუბაის ყველაზე ინოვაციურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ოფიციალური ხელშეკრულება კომპანია Pembroke-თან გააფორმა. Standard Chartered Bank, რომელიც Pembroke ჯგუფის ფილიალია, flydubai-ს ორ ახალ Boeing 737-800NG დააფინანსებს.

flydubai-მ ცნობილ თვითმფრინავების ფინანსირების ჯგუფს 172 მლდ აშშ დოლარი 8 წელიწადში უნდა დაუბრუნოს.  ორი უახლესი თვითმფრინავი flydubai-ს ავიაფლოტს 2012 წლის ივნისში და ივლისში დაემატება, რითიც ქსელის გაფართოებას შეუწყობს ხელს.


flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი აცხადებს: ჩვენმა კომპანიამ წელს  პოზიტიური სტარტი აიღო და ოთხწლიანი ოპერირების მანძილზე უკვე მეორედ სამოქმედო გეგმა წინსწრებით შეასრულა. Standard Chartered's Pembroke
-თან დადებული ხელშეკრულება გაზრდის მეიჯარის ნდობას ჩვენს მიმართ, რაც ჩვენი სიმძლავრეების გაზრდასა და ქსელის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ძალიან სწრაფად ვვითარდებით და დღეს უკვე დუბაის საერთაშორისო აეროპორტის სიდიდით მეორე ოპერატორი ავიაკომპანია ვართ. ჩვენი სწრაფადმზარდი ავიაფლოტი საშუალებას გვაძლევს რეგიიონში სულ უფრო მეტ მგზავრს მოვემსახუროთ.

კომპანია Standard Chartered-ის  გაერთიანებული არაბეთის საემიროების ოფისის წარმომადგენელი ჯონატან მორისი აცხადებს: „გაერთიანებული არაბეთის საემიროები ჩვენი კლიენტების საუკეთესო ხუთეულში შედის და ჩვენ ვალდებულნი ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს კლიენტებს ქსელის გაფართოებაში. როგორც საერთაშორისო ბანკი, ჩვენ ვცდილობთ ბანკებისა და ფინანსირების სფეროში საუკეთესო სართაშორისო გამოცდილება დავამკვიდროთ. ჩვენ მოხარულნი ვართ დუბაიში ქსელის გაფართოებით.


flydubai-მ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფადმზარდი ავიაფლოტი შექმნა. ჩვენმა ავიაკომპანიამ ავიაინდუსტრიაში პირველმა დანერგა Boeing Sky Interior და Lumexis-ის Fiber-To-The-Screen®' ტექნოლოგია, რომელიც მგზავრებს 500 საათიან უწყვეტ გართობას სთავაზობს. ჩვენს თვითმფრინავებში 150 ფილმი, 160 სატელევიზიო პროგრამა და 280 მუსიკალური ალბომია ხელმისაწვდომი. კომპანიის თვითმფრინავების 70%-ზე მეტი ივნისსა და ივლისში IFE ტექნოლოგიით სრულად აღიჭურვება.

Pembroke Group-ის კომერციული დირექტორი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამბობს: „მოხარულნი ვართ, რომ flydubai-სთვის ადგილობრივი ექსპერტიზის საფუძველზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს გარიგება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ მაღალი ნდობისა, რასაც ჩვენ ჩვენი კლიენტისადმი ვავლენთ."

 

 

 

წაკითხულია: 2226