ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ბიზნეს-კლასისთვის მზადაა
19/06/2013



19 ივნისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai ბიზნეს-კლასისთვის მზადაა
ავიაკომპანია მგზავრებს ბიზნეს-კლასით ფრენას სთავაზობს

ავიაკომპანიის მგზავრების მოთხოვნის გათვალისწინებით, flydubai თვითმფრინავებში ბიზნეს-კლასის მომსახურებას იწყებს.
ამ სიახლესთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგ კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ დავაანონსო ბიზნეს-კლასის სერვისის დანერგვა,რაც ჩვენს მგზავრებს მეტი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. მგზავრები შეძლებენ უფრო სწრაფად გაიარონ რეგისტრაცია, ისარგებლონ უფრო დიდი და კომფორტული სავარძლებით და მგზავრობისას სხვადასხვა ქვეყნის უგემრიელესი კერძები დააგემოვნონ".
„უფრო კომფორტული, პერსონალური მომსახურეობით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ბიზნესმენებს, ასევე ტურისტებს. flydubai მზად არის ბიზნესს მომსახურეობის სრული სპექტრი შესთავაზოს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ კომფორტულ და ხელმისაწვდომ განახლებულ მომსახურებას, როგორც ბიზნეს-კლასის, ასევე ეკონომ-კლასის მგზავრებს".

ცაში
flydubai-ს ბიზნეს-კლასის კაბინა შედგება 12 რბილი, იტალიური ტყავის სავარძელისგან, რომლებსაც კომფორტული მგზავრობისთვის სპეციალური სარტყელი აქვს დამატებული. თითოეული სავარძლის ფართობი 42 ინჩის ტოლია. გართობის სისტემა მგზავრებს 900 საათიან ფილმოთეკას, მუსიკას და თამაშებს სთავაზობს. ამ ყველაფრის ნახვა მგზავრებს HD ხარისხში 12,1 ინჩიან touch screen ეკრანზე შეუძლიათ. ბიზნეს-კლასის მგზავრებს საკუთარი მომსახურე პერსონალიც მოემსახურებათ. ხანმოკლე ფრენის მანძილზე ბიზნეს-კლასის მგზავრებს შესთავაზებენ გრილ და მსუბუქ საკვებს. 90 წუთზე მეტი დროის საფრენ მანძილზე მგზავრები შეძლებენ დააგემოვნონ 3 პორციისგან შემდგარი მენიუ.

ხმელეთზე
ბიზნეს-კლასის მგზავრებს შეუძლიათ პერსონალური რეგისტრაციის დახლით ისარგებლონ, რომელიც ტერმინალის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას, ავტოპარკინგიდან 120 ნაბიჯის მანძილზე მდებარეობს. ბიზნეს-კლასის მგზავრების რეგისტრაციის დახლი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ, II ტერმინალში მდებარეობს. უკვე წელს, მგზავრებს გაფრენამდე საშუალება ექნებათ დაისვენონ flydubai-ს ბიზნეს-კლასის ზონაში და დანიშნულების ადგილას ჩაფრენისას მათ უპირატესობა ექნებათ ასევე ბარგის სწრაფად მიღებაში. ბიზნეს-კლასის მგზავრებს პერსონალური სერვისის გუნდის მომსახურეობით სარგებლობა 24 საათის მანძილზე შეეძლებათ. მგზავრები მათი დახმარებით მარტივად გაივლიან რეგისტრაციას, დაჯავშნიან ბილეთს, შეარჩევენ კერძებს და ისარგებლებენ ტელეფონით.
ბიზნეს-კლასის კაბინით აღჭურვილი თვითმფრინავით პირველ რეისს 2013 წლის აგვისტოში შეასრულებს. ასეთი კაბინებით აგვისტოდან გარკვეული რეისების თვითმფრინავები აღიჭურვება. ოქტომბრიდან კი ბიზნეს-კლასის კაბინით აღჭურვილი თვითმფრინავი პირველ საზეიმო ფრენას განახორციელებს.
flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „ კომპანიის დაარსებიდან ხელმისაწვდომობა და კომფორტი ჩვენი კომპანიის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციას და ვამატებთ სხვადასხვა სერვისს, რათა ბიზნესმენებსა და ტურისტებს მეტი არჩევანი და შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენ 44 ახალი, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებით დავიწყეთ პირდაპირი რეისების შესრულება, რითაც ხელი შევუწყეთ ახალ ბიზნეს და ტურისტულ კავშირებს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ დუბაის ეკონომიკის განვითარებაში".
flydubai მგზავრებს უმაღლესი ხარისხის სერვისს სთავაზობს. ავიაკომპანია უზარმაზარ ყურადღებას უთმობს მგზავრთა სურვილებსა და ყველაფერს აკეთებს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. flydubai ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც თავის მგზავრებს მოძრავი სავარძლები, HD ხარისხის ფილმოთეკა და Boeing Sky interior შესთავაზა. ავიაკომპანია ეკონომ-კლასის მგზავრებს უახლოეს მომავალში განახლებულ კვების მენიუსაც შესთავაზებს. მგზავრებს ფრენამდე 48 საათით ადრე ექნებათ შესაძლებლობა ინტერნეტის საშუალებით შეუკვეთონ საკვები, რომელსაც ფრენის დროს მიიღებენ.

flydubai-ს ბიზნეს-კლასის შეთავაზებები:
• ბიზნეს-კლასის ტარიფში შედის: კომფორტულ სავარძელი, ბარგის შემოწმება, გასართობი სისტემა IFE-თი სარგებლობა, ამ სერვისმა არაერთ კონკურსზე მოიპოვა სპეციალური ჯილდო; ასევე საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი
• საუკეთესო ადგილები თვითმფრინავში და საუკეთესო სერვისებით სარგებლობა
• 12 რბილი, იტალიური ტყავის სავარძელი, რომლესაც მეტი კომფორტისთვის წელის სპეციალური სარტყელი აქვს დამატებული, სავარძლის ფართობი 42 ინჩია.
• IFE სისტემა, 12.1 ინჩის ზომის touch screen ეკრანი
• ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის გამოყოფილია გამოცდილი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები.
• პრემიუმ კლასის კვების სერვისი, რომელიც 3 პორციის მენიუსგან შედგება. მენიუ გათვალისწინებულია მგზავრებისთვის, რომლებიც 90 წუთზე და უფრო დიდ საფრენი მანძილზე მიემგზავრებიან.
• პერსონალური რეგისტრაციის დახლი ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის, რომელიც ტერმინალის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას, ავტოპარკინგიდან 120 ნაბიჯის მანძილზე მდებარეობს. ბიზნეს-კლასის მგზავრების რეგისტრაციის დახლი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ მეორე ტერმინალში მდებარეობს.
• უპირატესობა დანიშნულების ადგილას ჩაფრენისას ბარგის სწრაფად მიღებაში.
• მოხმარებელთა სერვისის გუნდის განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება რეგისტარციის გავლისა და დაჯავშნის დროს.
• გაფრენამდე flydubai-ს ბიზნეს-კლასის ზონაში დასვენების სერვისი, რომელიც უკვე წელსვე იქნება შესაძლებელი
flydubai-ს მიზანია მაქსიმალურად გაუმარტივოს მგზავრობის პროცესი საკუთარ მომხმარებლებს და მგზავრობასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის. გამარტივდა ვიზების მიღებაც, შეიქმნა საიტის მობილური ვერსია, კომპანიას დაემატა ავტოგაქირავების და დაზღვევის სერვისი. ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს უკვე დასასვენებელ და ტურისტულ პაკეტებსაც სთავაზობს.
flydubai-ს ბიზნეს-კლასის სერვისების გასაცნობად, გთხოვთ დაგვიკავშიდეთ ცხელ ხაზზე: (+971 4 231 1000) ან ეწვიოთ ვებგვერდს: www.flydubai.com/en/business/

-დასასრული-

flydubai-ს შესახებ:
ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს ტურისტებს მოუხსნას დაბრკოლებები და გაუმარტივოს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის მქონე მოქალაქეებთან.
flydubai ოპერირების დაწყებიდან (2009 წელი) დღემდე:
დუბაიში დაფუძნებული ავიაკომპანია flydubai ცდილობს წაშალოს მოგზაურობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები და ერთმანეთს დაუკავშიროს მის მზარდ ქსელში არსებული კულტურები. 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე:
• flydubai-ს ქსელი 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან დღემდე 14 ახალი მიმართულება დაანონსდა;
• ავიაკომპანიამ 44 ახალი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ავიაკომპანიებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებით დაიწყო რეისების შესრულება;
• Flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს თვითმფრინავების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება;
ახალგაზრდა, სწრაფადმზარდ და კომფორტულ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს დუბაის მთავრობას აქამდე აუთვისებელ ქვეყნებთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ინტერნეტგვერდს flydubai.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მაიკო ჩიტაშვილი; (+995) 93260609Email:maiko@publicity.ge

წაკითხულია: 2502