პრესრელიზი
6 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
http://maiko@publicity.ge
flydubai გასართობ აპარატურას აუმჯობესებს
flydubai თავის მგზავრებს ფრენის დროს ყველაზე მეტ ფილმს, სატელევიზიო შოუს და მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 თებერვალი, 2012 - დუბაის პიველმა დაბალფასიანმა ავიაკომპანიამ ბორტზე ყველაზე დიდი გასართობი პროგრამა აამუშავა, რომელიც მგზავრებს ყველაზე მეტ ფილმს, სატელევიზიო შოუს და მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს, ვიდრე მსოფლიოში სხვა იგივე კლასის ავიაგადამზიდავები.
2010 წლის ნოემბრიდან, როდესაც ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო, flydubai-ს თვითმფრინავებში კომპანია Lumexis ‘Fiber-To-The-Screen®' ტექნიკა დამონტაჟდა. ამ სისტემის მეშვეობით ფრენის დროს თვითმფრინავის მგზავრებმა პირველად ნახეს მაღალი ხარისხის ფილმები, სატელევიზიო შოუები და მუსიკალური გადაცემები.
ეხლაც flydubai ანარჩუნებს პირველობას უპრეცენდენტო რაოდენობის ახალი პროგრამების დამატებით. ბორტზევე არსებობს ახალი გადახდის მეთოდით,რაც ფასიანი ფილმების ნახვის შესაძლებლობას სულ რაღაც 10 დირჰამის საფასურად იძლევა.
მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ 149 ფილმი ჰოლივუდის, ბოლივუდის და არაბული ფილმოთეკიდან. ფილმების რაოდენობა თვითმფრინავებში პირველად ამ სისტემის დაყენების დღიდან 83 % -ით გაიზარდა, მაშინ როდესაც თავიდან სულ 16 ფილმის ნახვა იყო შესაძლებელი. ფილმოთეკაში შესულია როგორც უახლესი პოპულარული ფილმები, ასევე ყველა დროის საუკეთესო ფილმები. აქვე შესაძლებელია 154 სატელევიზიო შოუს ნახვა და 250 მუსიკალური ალბომის (500 საათი მუსიკა) მოსმენა.
flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს: "ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს მგზავრებისთვის მეტი კომფორტისა და მეტი არჩევანის შეთავაზებისთვის. ჩვენ ასევე ვცდილობთ ავიაციაში ახალი სტანდარტები დავნერგოთ. ჩვენ უკვე მსოფლიოს ყველა დაბალფასიან ავიაკომპანიას გავასწარით ახალი უმაღლესი ხარისხის ეკრანებისა და ფილმოთეკის დამონტაჟებაში. ფილმოთეკაში დიდი რაოდენობის მასალის არსებობა ჩვენს ყველაზე ხშირ მგზავრებსაც აძლევს საშუალებას ფრენის დროს მისთვის ახალ პროგრამას უყუროს.
რა პაკეტიც არ უნდა აირჩიოს მგზავრმა, დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დარჩება თავისი არჩევანით. ამ მომენტისთვის ჩვენი ავიაფლოტის 2-3 უკვე აღჭურვილია ამ სისტემით. დანარჩენი თვითმფრინავებისთვის კი ეს სისტემა უკვე შეკვეთილია. 2012 წელს ჩვენი ავიაკომპანიის კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს ექნება საშუალება მიიღოს სიამოვნება ამ უნიკალური პროდუქტით."