ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai დუბაის აეროპორტის თავისუფალ ზონაში ახალ სასწავლო ცენტრს ხნის
02/03/2012

 
პრესრელიზი
   

2 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609; 
http://maiko@publicity.ge

flydubai დუბაის აეროპორტის თავისუფალ ზონაში ახალ სასწავლო ცენტრს ხნის

[PUBLICITY.GE] თბილისი,  2 მარტი, 2012 - დუბაის პირველმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 1 მარტს ახალი თანამედროვე ტრენინგ-ცენტრი გახსნა. ეს გაერთიანებული არაბეთის საემიროებში პირველი და  ერთადერთი სერტიფიცირებული Boeing 737-ის სასწავლო ცენტრია.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა და დუბაის აეროპორტის თავისუფალი ზონის გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ალ ზარუნიმ ახალი სასწავლო ცენტრის საზეიმოდ გახსნეს.

ცენტრი, რომელიც დუბაის აეროპორტის თავისუფალ ზონაში მდებარეობს საშუალებას აძლევს flydubai-ს და ასევე სხვა ავიაკომპანიებს ისეთებს, როგორებიცაა Global Jet და რეგიონის სხვა ავიაკომპანიებს ტრენინგები ჩაუტარონ თავიანთი ეკიპაჟის მომსახურე პერსონალს.

გაიტ ალ გაიტი ამბობს: დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია ჩვენი კომპანიისთვის. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რადგან მათ უდიდესი ძალისხმევა დახარჯეს იმისთვის, რათა ესეთი მაღალი კლასის სასწავლო ცენტრი შექმნილიყო. ჩვენ უკვე გვყავს 30 ჯგუფი ჩვენი ეკიპაჟისა, რომლებმაც ტრენინგების შიდა პროგრამა წარმატებით გაიარეს. მოუთმენლად ველი, რომ სხვა ავიაკომპანიებიც გამოიყენებენ შესაძლებლობას დაეუფლონ მსოფლიოში მოწინავე სასწავლო პროგრამას.

სასწავლო ცენტრი, რომლის მშენებლობა 2 მილიონ დირჰამზე მეტი დაჯდა შეიცავს თვითმფრინავში ცეცხლის და კვამლის სასწავლო სიმულატორს, 4 დიდ საკლასო ოთახს და კომპიუტერიზებულ სასწავლო კაბინეტს. ჩვენ გავადიდეთ 2010 წლის აგვისტოში გახსნილი ძველი სასწავლო ცენტრი, სადაც  ახალი 737-ის კაბინეტი, საგანგებო სიტუაციების პროგრამა და პილოტის სავარძლის სიმულატორი დავამატეთ.



მოჰამედ ალ ზარუნი ამბობს: ახალი ტრენინგ-ცენტრის გახსნა არის არა მარტო საზეიმო ღონისძიება flydubai-სთვის, არამედ ახალი ბიზნეს საქმიანობის დასაწყისი აეროპორტის ტერიტორიაზე. ვუსურვებ flydubai-ს სასწავლო ცენტრს წარმატებას და მოუთმენლად ველი დუბაის ტრენინგ-ცენტრში ბევრ ახალ ეკიპაჟს.

flydubai თავის ეკიპაჟებს ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად ჩაუტარებს ტრენინგებს საწყისი ეტაპიდან ზედამხედველის ეტაპის ჩათვლით. ყველა თვითმფრინავის ეკიპაჟი პირველ ფრენამდე გაივლის 5 კვირიან პირველადი დახმარებისა და უსაფრთხოების პროგრამას. თვითმფრინავის ბორტისა და  კაბინის ეკიპაჟის წევრები ტრენინგებს დროგამოშვებით გაივლიან.

 

წაკითხულია: 2481