ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ერაყის მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს
21/12/2011
 
 
 
პრესრელიზი 
 
20 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609; 
maiko@publicity.ge 
 
flydubai ერაყის მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს
 
დაბალფასიანი ავიაგადამზიდავი კომპანია flydubai 2012 წლის იანვრიდან ბაღდადის და ნაჯაფის მიმართულებით 2 ახალ რეისს  ამატებს
 
მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია flydubai ერაყის მიმართულებით ორ ახალ რეისს ამატებს. 2012 წლის იანვრიდან Flydubai ბაღდადის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ, ხოლო ნაჯაფის მიმართულებით კვირაში სამჯერ იფრენს. 

იანვრიდან კომპანია უკვე 48 მიმართულებით, 27 ქვეყანაში იფრენს. Flydubai უკვე დაფრინავს არაბეთის ყურის ქვეყნების, ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნების, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის და ევროპის კონტინენტის მიმართულებით.

Flyubai -მ ერაყის მიმართულებით 2010 წელს დაიწყო ფრენა. პირველი რეისები ქალაქების ერბილის და სულეიმანიას მიმართულებით დაინიშნა. ამ რეისებიდან დაიწყო გაერთიანებული არაბეთის საემიროებსა და ერაყს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ორი ახალი რეისის დანიშვნით flydubai ერაყის მიმართულებით  კვირაში 7 რეისს და 14 ფრენას შეასრულებს.

ფრენები ახალი წლიდან დაიწყება, რაც მგზავრებს გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან საშუალებას მისცემს ერაყის ორი ძირითადი  კომერციული ცენტრის მიმართულებით დაბალფასიანი მიმოსვლით ისარგებლონ. ბაღდადის მიმართულებით კვირაში ოთხი ფრენის განხორციელება 2012 წლის 17 იანვარს დაიწყება. ნაჯაფის მიმართულებით მესამე ყოველკვირეული რეისი კი პირველად 2012 წლის 29 იანვარს შესრულდება.

Flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს: გაერთიანებული არაბეთის საემიროები ერაყის ძირითადი პარტნიორია სავაჭრო სფეროში. 2008 წლიდან დღემდე ორ ქვეყანას შორის არანავთობპროდუქტებით ვაჭრობის ბრუნვა 32,6 %-მდე გაიზარდა და 26,4 მილიარდი არაბული დინარი შეადგინა. ჩვენმა ფრენებმა ერბილის და სულეიმანიას მიმართულებით საქმიანი მოგზაურობები წაახალისა და განავითარა. ჩვენი მიზანია ერაყის  ორი მთავარი ეკონომიკური და საქმიანი ცენტრი მჭიდროდ დავაკავშიროდ გაერთიანებულ არაბეთის საემიროებთან. ამასთანავე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ერაყს უმდიდრესი საინვესტიციო გარემო გააჩნია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეისები ერაყის ნავთობის, გაზის და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული უდიდესი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში გაერთიანებული არაბეთის საემიროების თუ სხვა საერთაშორისო საქმიანი წრეების მხრიდან ინვესტირებას და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ახალი რეისების მთავარი  დანიშნულება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს მარშრუტების განვითარებაა. ამით ჩვენ ვვარაუდობთ ერაყის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად,  უცხოელი ინვესტორებისა და ექსპერტების  დახმარებით, ერაყი პრიორიტეტს ანიჭებს და ანვითარებს ისეთ საკვანძო მნიშვნელობის სამრეწველო მიმართულებებს როგორებიცაა: ენერგეტიკა, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. ბიზნესისათვის საინტერესო გარემოს გარდა აქ ძალიან ბევრი ისტორიული და რელიგიური ღირსშესანიშნაობაა. ერაყის დედაქალაქი ერთერთი უდიდესი ქალაქია რეგიონში, სადაც ძირითადი ღირსშესანიშნაობებია ერაყის ეროვნული მუზეუმი უძველესი ხელნაწერების შთამბეჭდავი კოლექციითა და ისტორიული რელიქვიებით.აბასიდის სასახლე ერთერთი უძველესია რეგიონში წარმოუდგენელად მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს.
 
### 

წაკითხულია: 2389