ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai ერაყის ქალაქ ბასრას მიმართულებით იწყებს ფრენას
28/06/2012

 
პრესრელიზი

28 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

flydubai ერაყის ქალაქ ბასრას მიმართულებით იწყებს ფრენას

დუბაის ყველაზე ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2012 წლის 8 აგვისტოდან ერაყის მეხუთე ქალაქში შეასრულებს რეისებს. ბასრას მიმართულებით  flydubai კვირაში ოთხჯერ იფრენს. რეგიონიდან ერაყში ყველაზე მეტ რეისს  flydubai შეასრულებს.

flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:  "2011 წელს ერაყსა და გაერთიანებული არაბეთის საემიროებს შორის მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ 4,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2010 წელს, როდესაც ჩვენ ერბილის და სულაიმანიას მიმართულებით რეისები დავნიშნეთ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ერაყი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი გახდებოდა. ამ გათვლას თან ერთვოდა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიზანი და პირობა იმისა, რომ ჩვენ მუდვივად აღმოვაჩენთ და განვავითარებთ ისეთ მიმართულებებს, სადაც აქამდე გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ფრენები არ ხორციელდებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუდმივად მზარდი ქსელი ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და მოგზაურობის განვითარებას  შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში საკმაოდ ბევრი ერაყიდან იძულებით გადაადგილებლი პირი ცხოვრობს, რომელთაც flydubai-ს მეშვეობით თავიანთ ქვეყანასთან მიმოსვლა გაუმარტივდებათ."

დღესდღეობით ერაყში აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაობი. სწრაფი ტემპებით ვითარდება ენრგეტიკის, სამშენებლო, საცალო ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სექტორი. აქედან გამომდინარე ძირითადი  მოთხოვნა არის ახალი ბიზნესკავშირების მოძიება, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებთან მიმოსვლის სიხშირის გაზრდა და გამარტივება. კომერციული ინტერესების გარდა ერაყში მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული და რელიგიური ადგილია.

ქალაქი ბასრა კი ერაყის მთავარი საპორტო ქალაქია. პორტი ახორციელებს ტვირთების ტრანსპორტირებას, გადაზიდვას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინდუსტრიულ სექტორის ავითარებს. ერაყიდან ნავთობისა და გაზის ძირითადი გადაზიდვები სწორედ ალ ბასრას ნავთობის ტერმინალიდან ხორციელდება.

ავიკომპანია flydubai-ს აქვს უმარტივესი მომსახურეობის მოდელი, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმის ფულს, რაც სჭირდება. თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრის პირველივე მომენტიდან მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა დამატებითი მომსახურეობა. გასართობი პროგრამით სარგებლობის საფასური 10 დირჰამიდან იწყება. მგზავრს ასევე შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა საკვებისგან და სასმელისგან შემდგარი მენიუ და Duty Free-ს მრავალფეროვანი ნივთები.

flydubai დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ჩრდილოეთ მხარეზე მდებარე მეორე ტერმინალიდან ოპერირებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს flydubai.com.

ფრენის განრიგი:

ბასრას მიმართულებით flydubai კვირაში 4 რეისს შეასრულებს. პირველი ფრენა 8 აგვისტოს შედგება. რეისი ნომრით FZ229 დუბაის საერთაშრისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 08.85 სთ-ზე გაფრინდება და ბასრას საერთაშორისო აეროპორტში აგდილობრივი დროით 09.40 სთ-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ230 ბასრადან 10.40-ზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 13.25 სთ-ზე დაეშვება.

ბილეთის საფასური დუბაიდან ბასრას მიმართულებით 2 205 დირჰამიდან (600$) იწყება და მასში 7 კგ-მდე ხელბარგის, პორტატიული კომპიუტერის ჩანთის და 20 კგ. ორივე მიმართულებით შემოწმებული ბარგის ღირებულება შედის. VIP სავარძლით მგზავრობა დამატებით 100 დირჰამი (28$) დაგიჯდებათ.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტით კომპანიის ვებგვერდიდან www.flydubai.com ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო სამსახურს ნომერზე:  +9714 231 1000, შეიძინოთ ტურისტულ მაღაზიებსა და პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებში.

წაკითხულია: 2422