ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai იემენის დედაქალაქ სანაში იწყებს ფრენას
07/03/2012

 
პრესრელიზი   

7 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 


საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609; 
http://maiko@publicity.ge

flydubai იემენის დედაქალაქ სანაში იწყებს ფრენას

დუბაის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალური აღმოსავლეთის 11-ე ქვეყანაში იწყებს ოპერირებას

[PUBLICITY.GE] თბილისი,  7 მარტი, 2012 - flydubai-ს მუდმივად მზარდ ქსელს ახალი მიმართულება იემენის დედაქალაქი სანა დაემატა.

დუბაის ყველაზე ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  2012 წლის 22 აპრილიდან სანას მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს.

სანა იემენის ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. იგი წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ და სახელისუფლებო ცენტრს, სადაც ქვეყნის ინდუსტრიული ობიექტების 30 პროცენტია განთავსებული.

flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს: ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენს ცენტრალური აღმოსავლეთის ქსელს იემენი დაემატა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იემენის ხელისუფლების წარმომადგენლებს მხადრაჭერისთვის. flydubai-ს დაბალფასიანი პირდაპირი ფრენები ადვილად დააკავშირებს ტურისტებს ისტორიულად მდიდარ ტურისტულ ქალაქ სანასთან. იმედი მაქვს ჩვენი რეისები ხელს შეუწყობს სანაში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

დუბაის სავაჭრო პალატის მონაცემებით გაერთიანებული არაბეთის ემირატების წლიურმა ექსპორტმა იემენში 2007-2010 წლებში 500მლნ. დირჰამი შეადგინა. ბოლო წლებში ორმა ქვეყანამ სწრაფად განავითარეს სავაჭრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურეობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და უძრავი ქონების სფეროებში. კვირაში ოთხი პირდაპირი დაბალფასიანი რეისი ხელს შეუწყობს გაერთიანებული არაბეთის ემირატების ინვესტიციების გაზრდას იემენში და ამავდროულად გააძლიერებს იემენის კავშირებს ფართო საერთაშორისო საზოგადოებასთან.

გაერთიანებული არაბეთის საემიროებსა და იემენს ისტორიულად ძლიერი სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული კავშირები გააჩნიათ. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისების დამატებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო განვითარდება ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

იემენში სწრაფად ვითარდება ინდუსტრიული, კომერციული და ეკონომიკური საქმიანობა. პარალელურად ქვეყანა აქტიურად მუშაობს ტურიზმის განვითარებაზე, რაც მოიცავს არქიტექტურული და ისტორიული ობიექტების დაცვას, ასევე ვითარდება ტურიზმთან ასოცირებული სატრანსპორტო და სასტუმროების ინფრასტრუქტურა.

არაბეთის ნახევარკუნძულზე გაშლილი უძველესი ქალაქი, რომელიც გაერომ  1986 წელს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა ტურისტებს უძველესი ტრადიციებით, კულტურით, ანტიკური ციხესიმაგრეებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბაღებით იზიდავს.

3 წელიწადზე ნაკლებ დროში მსოფლიოს ყველაზე სწრაფადმზარდი ავიაკომპანია უკვე 45 მიმართულებით დაფრინავს. სანას დამატებით ცენტრალური აღმოსავლეთის ქსელი 11-მდე იზრდება - ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, იორდანია, კუვეიტი, ლიბანი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, სირია და იემენი.

flydubai 2012 წლის 22 აპრილიდან სანას მიმართულებით კვირაში 4-ჯერ იფრენს.

რეისები შესრულდება:

კვირას და ორშაბათს: დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან რეისი FZ091 07.00 საათზე გაფრინდება და სანას ელ რაჰაბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 08.40-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ092 სანადან 09.25-ზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 13.10 საათზე  დაეშვება.

ოთხშაბათს და შაბათს: დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან რეისი FZ091 15.45 საათზე გაფრინდება და სანას ელ რაჰაბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17.25-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ092 სანადან 18.10-ზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 21.55 საათზე დაეშვება.

ბილეთის ფასი დუბაიდან სანაში ერთი მიმართულებით 570(155$)დირჰამიდან დაიწყება, სანადან დუბაის მიმართულებით კი 605 (165$)დირჰამი ეღირება.

წაკითხულია: 2581