პრესრელიზი
30 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
http://maiko@publicity.ge
flydubai კიდევ უფრო აფართოებს ქსელს და ერაყის ქალაქ ნაჯაფში იწყებს ფრენასflydubai ერაყის მიმართულებით უკვე ოთხ ქალაქში ოპერირებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 30 იანვარი, 2012 - დუბაის პირველმა დაბალფასიანმა ავიაკომპანიამ გუშინ ნაჯაფის მიმართულებით პირველი ფრენა განახორციელა. flydubai ერაყის მიმართულებით ოთხ ქალაქში იფრენს. ქალაქ ნაჯაფის მიმართულებით კი კვირაში სამ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ნომრით FZ221 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 07.00 სთ-ზე გაფრინდა და ნაჯაფის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 08.40 სთ-ზე დაეშვა. რეისი ნომრით FZ222 კი ნაჯაფიდან 09.40 სთ-ზე გამოფრინდა და დუბაიში 12.50 სთ-ზე დაეშვა. ნაჯაფი ამ თვეში მეორე ახალი ქალაქია ერაყის მიმართულებით, სადაც flydubai-მ ფრენების შესრულება დაიწყო. ათი დღის წინ კომპანიამ ოპერირება ბაღდადის მიმართულებით დაიწყო.
flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს: ახალი რეისის დანიშვნა ნაჯაფის მიმართულებით ასახავს ჩვენს სტრატეგიას დავაკავშიროთ დუბაი ისეთ აეროპორტებთან, სადაც არასაკმარისი რაოდენობის რეისები ხორციელდება. ეს რეისი უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას უცხოეთიდან ჩამოსული და უცხოეთში წამსვლელი ადგილობრივი მგზავრებისთვის, რაც ჩვენი ღრმა რწმენით კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ ძალიან მყარ და ახლო კავშირებს.
ერაყის მთავრობამ წელს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და ჯანდაცვის განვითარების პროექტებისთვის 40 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ძალიან სწრაფად ვითარდება ასევე ტელეკომუნიკაციის სექტორი. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პირველი ზღვისქვეშ გამავალი კაბელის გაყვანა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის კომუნიკაციას უზრუნველყობს.
ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ამა წლის მარტში დაგეგმილი მომდევნო არაბული სამიტი შეიძლება ერაყში ჩატარდეს. სამიტის ერაყში ჩატარების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ნაჯაფი flydubai-ს ახალი 48-ე მიმართულებაა. კომპანია უკვე ოპერირებს სპარსეთის ყურის, ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, დსთ-ს და ევროპის შემოგარენი ქვეყნების მიმართულებით.
flydubai ნაჯაფის მიმართულებით კვირაში სამ რეისს ხუთშაბათს, შაბათს და კვირას შეასრულებს. ერთი ფრენის საფასური დუბაიდან ნაჯაფის მიმართულებით 920 არაბული დირჰამი ეღირება, ნაჯაფიდან დუბაის მიმართულებით კი 225 აშშ დოლარი.