პრესრელიზი
20 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai კომპანია FREEJ™-სთან ერთად ანიმაციურ ფილმს იღებს
კომპანია flydubai ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებში პირველი 3D ფორმატის ანიმაციური ფილმის გადაღებებში მონაწილეობს
კომპანია flydubai, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია კიდევ ერთ ექსკლუზიურ სიახლეს ნერგავს. flydubai, ცენტრალურ აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფირმა FREEJ™ -თან ერთად იწყებს ექსკლუზიური ანიმაციური მულტფილმების გადაღებას თვითმფრინავის უსაფრთხოების თემაზე. 3D ფორმატის ანიმაციების გადაღება მიმდინარეორს ინგლისურად და არაბულად. მფრინავებისათვის გაფრენის წინ უსაფრთხოების მოკლე ინსტრუქტაჟს წარმოადგს ოთხი მოხუცებული ქალბატონი, რომლებიც FREEJ™ -ის ანიმაციური სერიალის მთავარი გმირები არიან. ინსტრუქტაჟის სრული სიზუსტით წარმოდგენის მიზნით, ანიმატორებმა flydubai-ს პირველი ეკიპაჟის წევრები გადაიღეს. ახალმა ანიმაციურმა ეკიპაჟმა, სწორედ მათი გამოცდილება გაიზიარა.
Flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს: FREEJ™ -თან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი კომპანიის მიერ მომხმარებლის ინფორმირებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით ინოვაციური მიდგომების დანერგვაში. უსაფრთხოების დემონსტრირებას თითოეული ფრენისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენ მომხარებელს სასარგებლო ინფორმაცია ექსკლუზიურად ორიგინალური გზით მივაწოდეთ.
როდესაც ჩვენ ფილმის შექმნა გადავწყვიტეთ, რასაკვირველია პირველ რიგში FREEJ™ გაგვახსენდა, რადგან ის ემირატების ყველაზე წარმატებული კომპანიაა. ეს კომპანია ყველა ასაკის მაყურებელს აერთიანებს, რაც აუცილებლად წაახალისებს მგზავრებს, რომ უყურონ და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს წესებზე გაამახვილონ ყურადღება.
ფილმი გადაიცემა flydubai-ს უახლეს ‘Fiber-To-The-Screen®’ მონიტორებზე, რომლებიც კომპანიის Boeing 737-800 NG თვითმფრინავების თითოეულ სავარძლის საზურგეშია ჩამონტაჟებული. უსაფრთხოების ნორმების შესახებ კანონმდებლობის გათვალისწინების მიზნით Flydubai გადაღებების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა სამოქალაქო ავიაციის მთავარ სამმართველოსთან General Civil Aviation Authority (GCAA).
ანიმაციურ ფილმში 4 მოხუცებული ქალბატონი, რომელიც თანამედროვე დუბაიში, განმარტოვებით ცხოვრობს წარმოაჩენს გაერთიანებული არაბეთის საემიროების კულტურასა და ტრადიციებს.
ფილმის შემქმნელი მოჰამედ საედ ჰარიბი პროექტზე მუშაობით აღფრთოვანებული დარჩა. მან განაცხადა: ძალიან ეფექტური და პროფესიონალური თანამშრომლობა გამოგვივიდა. ჩვენ და flydubai ორივე ახლადშექმნილი და ინოვაციური ბრენდები ვართ. პოპულარობა ორივემ ძალიან სწრაფად მოვიპოვეთ. სერიალს უკვე მთელ ცენტრალურ აღმოსავლეთის ქვეყნებში უყურებენ. მოხარულები ვართ ფილმი flydubai-ს ქსელის ახალ აუდიენციას წარვუდგინოთ