flydubai-მ 2012 წელთან შედარებით 47%-იანი მოგება დააფიქსირა
· კომპანიის მოგებამ 2013 წელს 60,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
· 12 თვის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია
· 2013 წელს ავიაკომპანია 6.82 მილიონ მგზავრს მოემსახურა
· მგზვრთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 38%-ით გაიზარდა
flydubai 2013 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს: ავიაკომპანიის სუფთა მოგებამ 60,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მონაცემებს 47%-ით აღემატება.
flydubai არაბეთის გაერთიანებული ემირატების ავია ინდუსტრიაში კვლავაც დიდ როლს ასრულებს. ავიაკომპანიის წვლილმა ტურიზმისა და კომერციული სექტორის განვითარებაში 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მისმა აღმატებულება შეიხ აჰმედ ბი საედ ალ მაქტოუმ, რომელიც ავიაკომპანიის მრჩეველთა საბჭოშია განაცხადა: ''2013 წელი მნიშვნელოვანი წელი გახლდათ flydubai-სთვის. ჩვენ იგი მნიშვნელოვანი მოგებით დავიწყეთ; კომპანიამ აამოქმედა ბიზნე-კლასის სერვისი და ასევე დაიდო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება ბოინგთან, რაც უმსხვილესია ახლო აღმოსავლეთის ავია ინდუსტრიაში". შედეგების კომენტარებისას შეიხმა ასევე დაამატა: „2013 წლის მოგების მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გასული წლის წარმატება და ბიზნეს-კლასის მოდელის მდგრადობა. ამასთან ერთად flydubai კვლავაც ასრულებს უდიდეს როლს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკურ განვითარებაში და თავის მხრივ კვლავაც უზრუნველყოფს თავისუფალი სავაჭრო და ტურისტული ნაკადის ზრდას დუბაისა და იმ ბაზრებს შორის, სადაც მანამდე ავიადეფიციტი იყო".
ოპერაციული ეფექტურობა
ავიამოგზაურობაზე მზარდმა მოთხოვნამ დუბაიდან 5 საათის რადიუსში, 6.82 მილიონი ადამინის მოგზაურობას შეუწყო ხელი, რაც 38%ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.
2013 წელს ავიაკომპანიამ 7 ახალი ბოინგ 737-800 NG (Next-Generation) მიიღო. ამ ეტაპზე ავიაკომპანიას 14 ბიზნეს-კლასით აღჭურვილი ხომალდი ყავს.
კვირის განმავლობაში ავიკომპანია საშუალოდ 1100 რეისს ასრულებს. 2013 წელს კომპანიამ 17 ახალი მიმართულება დაამატა და ჯამში 66 მიმართულება დაფარა.
5 საათი ფრენის რადიუსზე კომპანია უკვე 46 ისეთი მიმართულებით დაფრინავს, სადაც მანამდე არც ერთი ავიაკომპანია დუბაის მიმართულებით არ ახორციელებდა პირდაპირ რეისს. მგზავრთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა კავკასიის მიმართულებით და მან 39%-ს მიაღწია. მოთხოვნა გაიზარდა: აფრიკის მიმართულებით -17%, ცენტრალურ აზიში - 55 %, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში -37%, სუბკონტინენტზე -41%.
2013 წლის მაისში დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ 2-ში ახალი გაუმჯობესებული გასაფრენი ზონა გაიხსნა, რომელიც განახლებულ სარეგისტრაციო კუთხესა და ელექტრონული რეგისტრაციის კიოსკებსაც სთავაზობს მგზავრებს.
იზრდება flydubai-ს ინტერნაციონალური გუნდიც, რომელიც 2250 თანამშრომლისგან შედგება და 99 ქვეყანას წარმოადგენს. მათ შორისაა 499 პილოტი და 922 ეკიპაჟის წევრი.
წლის შეჯამებისას გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენი შედეგები ცხადყოფს ბაზრის იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვავსებთ, მათ შორისაა 46 ის მიმართულება, სადაც მანამდე დუბაიდან პირდაპირი რეისები არ სრულდებოდა. გასული წლის შედეგებს ვერ მივაღწევდით, რომ არა თანამშრომლებისა და პარტნიორების თავდაუზოგავი შრომა, რომელთა მთავარი მიზანია flydubai-ს ბორტზე მგზავრთა სურვილებისა და მოთხოვნების მაქსიმალური უზრუნველყოფაა.
ხარჯთა ეფექტურობა
საწვავის ხერჯები ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯებია კომპანიაში და იგი საერთო ხარჯების 39,5 %-ს შეადგენს. 2013 წლის ბოლო კვარტალში კომპანიამ ჰეჯინგის პროცესი დაიწყო და სწორედ ამ გზით 29%-ით გაზარდა საავიაციო საწვავის შესყიდვის პროცესი 2014 წლისთვის. დაქვემდებარებულმა შემოსავლებმა 14,6% შეადგინა. საგრძნობი ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა კარგო სერვისმაც, რომელიც 2013 წელს ელექტრონული გადახდის სისტემაზე გადავიდა. სხვა დამატებითი შემოსავალი მოიცავს ბორტზე გასართობი სისტემის გამოყენებას, ბორტზე გაყიდვებს, სკამის ჯავშანს, დამატებითი ბარგის საფასურს, მანქანის არენდას, სასტუმროს დაჯავშანს, დაზღვევასა და ვიზის სერვისს.
2013 წლის ოქტომბერში ავიაკომპანიამ მომხმარებლებს ბიზნე-კლასის სერვისი შესთავაზა. პროექტისთვის გადაკეთდა ფლოტის 9 ხომალდი. კომპანიამ ასევე შეიძინა ბიზნეს-კლასით აღჭურვილი 5 ახალი ბოინგი.
კომპანიის ხელმძღვანელმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „ავიაკომპანიის მოლოდინიდან გამომდინარე ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ახალი პროდუქტიული გადაწყვეტილებების შეთავაზებას და მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სწორედ ჩვენმა თანმიმდევრულმა მიდგომამ ეფექტურად გვემართა ავიამიმართულება საშუალება მოგვცა მიგვეღო ასეთი მაღალი შედეგები 203 წელს".
ხომალდების შეკვეთა
2013 წლის ავიაშოუზე ავიაკომპანია flydubai-მ ბოინგთან ახალი ხომალდის შეკვეთაზე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც კომპანია 8,8 მილიონი აშშ დოლარი ღირებულების 75 ბოინგ 737 MAX 8 და 11 ბოინგს Next-Generation 737-800 NG-სშეიძენს. დამატებით კომპანია უფლებას იტოვებს შეიძინოს კიდევ 25 Boeing 737 MAX. პირველ პარტია 2016 -2017 წლისთვის ჩამოვა. Boeing 737 MAX-ის მიღებას კომპანია 2017-ის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და 2023 წლისთვის დაასრულებს. 2008 წელს შეკვეთილი ხომალდების მიღება კი 2015 წელს დასრულდება.
ავია ფლოტის ფინანსირება
2013 კომპანიამ გააგრძელა ფინანსური წყაროს დივერსიფიცირება. დადებითი გამოხმაურება რომელსაც კომპანია ბაზრისგან იღებს, ცხადყოფს ავიაკომპანიის სტრატეგიისა და მისი ზრდის მხარდაჭერას. 2013 წელს ხელი მოეწერა 228 მილიონი დოლარის ხელშეკრულებას 5 რეგიონალურ ბანკთან დამატებით 6 Boeing 737-800 NG-ის შესაძენად.
დღეისთვის საკონკურსო ფინანსირების ბაზაზე და ბაზრიდან დაფინანსების საშუალებით მოზიდულია 1,8 მილიარდი აშშ დოლარი, რითიც კომპანია 43 ხომალდის შეიძენს.
დამატებითი ინფორმაცია
flydubai-ს ბორტზე გასართობი სისტემა,რომელიც კომპანია Lumexis-ს მიერაა წარმოებული HD ეკრზანზე 1000 საათიან უწყვეტ პროგრამას სთავაზობს მგზავრებს. პროგრამა E-reader-ში 7 ენაზე 53 ყოველდღიურ მედია გამოცემაა წაროდგენილი. მათ შორისაა გამოცემები: the Wall Street Journal, International Herald Tribune და სხვა.
flydubai-მ თავისი ბრენდის ახალი პოზიციონირება წარმოადგინა, რომელის იდენოტობაც ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებასთან მოახდინა. ბრენდის განვითარება საიმედოობასა და მდგრადობას ემყარება და მომხმარებელს ონოვაციურ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც თვალსაჩინოა როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს-კლასის სერვისში.
2014 წლის მიზნები
flydubai-ს განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წლის დასრულების შემდეგ, კომერციული სფერო 2014 წელს უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, რაც კომპანიის ეფექტურობის, ბიზნეს-მოდელის მოქნილობისა და ავიაკომპანიის მიმდინარე აქტივობების განვითარების საშუალებას გულისხმობს. 2014 წელს კომპანია ახალ ხომალდებსა და ახალ მიმართულებებს ელოდება, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დუბაის ეკონომიკურ განვითარებას.
flydubai მიმდინარე წელს ბიზნეს-კლასის მოსმახურების გეოგრაფიულ არეალსაც გააფართოებს. მათ შორისაა თბილისი, სადაც კომპანიამ რამოდენიმე კვირაა რაც დაიწყო ბიზნე-კლასის სერვისი. ამ დროისთვის ეს სერვისი კომპანიის 46 მიმართულებაზეა შესაძლებელი.
მომავალ ეტაპზე ტერმინალ 2-ში ასავე ფუნქციონირებას დაიწყებს ბიზნეს-ლოუნჯი, რომელიც მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს საქმინი მოგზაურობის მსურველებს.
flydubai ასევე გააგრძელებს საუკეთესო ექსპერტების მოზიდვას და კიდევ უფრო გაზრდის თანამშრომელთა რიცხვს.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „ხომალდების მატება საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ და დავამტოთ ახალი მიმართულებები. ჩვენი ახალი შეკვეთები ნათლად წარმოაჩენს ჩვენს ამბიციასა და მომავალ მიზანს. წინ განვითარების მრავალი შესაძლებლობაა და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით ჩვენ მყარ საფუძველს ჩავუყრით მათ უკეთ განხორციელების მიზნით".