|
flydubai მალდივებზე იწყებს ფრენას
დუბაის ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2013 წლის იანვრიდან მალეს მიმართულებით ოპერირებას დაიწყებს 2013 წლის 19 იანვრიდან flydubai მალდივების დედაქალაქ მალეს მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს.
ავიაკომპანია კუნძულ მალეს მიმართულებით კვირაში 5 რეისს შეასრულებს. ახალი მარშრუტი flydubai-ს მგზავრებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფებით და იმოგზაურონ პლანეტის ყველაზე პოპულარულ კურორტზე.
flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვართ ჩვენს ქსელში მალეს მიმართულების დამატებით. მას შემდეგ რაც დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია სამოთხის კუნძულის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს, მალდივებზე სამოგზაუროდ ბევრი ტურისტი flydubai-ს შეღავათიანი ტარიფებით და მაღალი კლასის სერვისით ისარგებლებს. დარწმუნებული ვარ ეს რეისი ჩვენი ქსელის მგზავრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდება"
ჟურნალ Condé Nast Traveller-ის მკითხველმა მალდივები ინდოეთის ოკეანის კუნძულებს შორის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აღიარა. კუნძულებმა თავისი მდიდარი კულტურის, მაღალი კლასის სასტუმროების, მომსახურეობის მაღალი დონის, ეკზოტიკური სამზარეულოს, ექსტრემალური სპორტული თავგადასავლების მათ შორის ყვინთვისა და პარაპლანით ფრენების გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის სტატუსი მოიპოვა. ამასთანავე ეს სახელმწიფო იცავს და ინარჩუნებს თავის მრავალფეროვან ეკოლოგიას და განსაკუთრებულად ზრუნავს გარემოს დაცვაზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარეობს ის შედეგი, რომ მალდივებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2011 წელს მალდივებმა თითქმის 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17.6 %-ით მაღალია.
ეს ქვეყანა განსაკუთრებული პოპულარობით რუსეთის, დსთ-ს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტებს შორის სარგებლობს. მალდივების მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კორპორაციის მონაცემებით ამ ქვეყნებიდან 2012 წლის პირველ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15.7%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა. იმავე პერიოდში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა 77.8%-ით გაიზარდა. 2011-2012 წლებში ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დაფუძნებულმა სხვადასხვა სასტუმროებმა თავიანთი ქსელი მალდივების მიმართულებით გააფართოვეს. 2011 წლის დეკემბერში მალდივებზე გრანდიოზული სასტუმრო Jumeirah Group’s Vittaveli Maldives გაიხსნა.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი კუვეიტიდან, ასევე რუსეთიდან, დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენი კომპანია ამ ქვეყნებში უკვე საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი და ამ რეგიონის მგზავრები დუბაის გავლით მალდივებზე შეღავათიანი პირობებით და ტარიფებით იმგზავრებენ - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა. მალდივები 2013 წლის პირველი ახალი მიმართულება იქნება და ჩვენ მოხარულნი ვართ მივიწვიოთ ჩვენი მგზავრები ამ შესანიშნავ ქვეყანაში სამოგზაუროდ.
მალდივები პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად არის აღიარებული. ეს ქვეყანა 1190 წრიულად განლაგებული მარჯნული წარმოშობის კუნძულისგან შედგება. ეს კუნძულები 90 000 კვ.კმ-ზე არის გაშლილი. ეს კუნძულები ზღვის დონიდან 2.4 მეტრზეა განლაგებული და მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადგილად ითვლება, რაც წყლის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.
flydubai-ს მუდმივად მზარდი ქსელისთვის მალდივები 32-ე ქვეყანა გახდება. ავიაკომპანია 32 ქვეყნის 50-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს ფრენებს და მისი ქსელი მოიცავს სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.
###
ფრენების განრიგი:
flydubai მალეს მიმართულებით კვირაში 5 რეისს შეასრულებს.
ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი: რეისი ნომრით FZ561 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 18.55 საათზე გამოფრინდება და მალეს იბრაჰიმ ნასირის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 00.40 საათზე დაეშვება. მალედან რეისი ნომრით FZ562 01.40 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 05.40 საათზე დაეშვება.
შაბათი, კვირა: რეისი ნომრით FZ561 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 00.30 საათზე გამოფრინდება და მალეს იბრაჰიმ ნასირის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 06.15 საათზე დაეშვება. მალედან რეისი ნომრით FZ562 მალედან იმავე დღეს 07.15 საათზე გაემგზავრება და დუბაიში ადგილობრივი დროით 11.15 საათზე დაეშვება.
ბილეთების ფასი დუბაიდან მალეს მიმართულებით 1730 (470$) დირჰამიდან ეღირება. ტარიფი ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 20 კგ. შემოწმებულ ბარგს, 7 კგ.-მდე ხელბარგს და ერთი ნოუთბუქის ჩანთას შეიცავს. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი (28$) დაგიჯდებათ.
ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან ავტორიზებულ დისტრიბუტორ დუბაი ჯის მეშვეობით შეგიძლიათ (009953240 0808; 009953240 0909). flydubai.com -ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავებას და დაზღვევის შეძენას შეძლებთ.