ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
flydubai მალდივების ეკზოტიკურ კუძულებზე დაფრინავს
22/01/2013
 


პრესრელიზი


22 იანვარი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge

flydubai მალდივების ეკზოტიკურ კუძულებზე დაფრინავს

დუბაის ინოვაციურმა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ მალდივების დედაქალაქის, მალეს მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

რეისი ნომრით FZ561 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 20 იანვარს 00.35 საათზე გაფრინდა და მალეს იბრაჰიმ ნასირის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 06.20 საათზე დაჯდა. პირველ რეისს საზეიმო მიღებით დახვდნენ მალდივების ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები და flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი. ოფიციალური პირები ადგილობრივ და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ Jumeirah Vittaveli-ს სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციას.

ტურიზმის, ხელოვნების და კულტურის მინისტრმა აჰმედ ადჰიბ აბდულ გაფურმა განაცხადა: flydubai-ს მიერ პირდაპირი ფრენების დაწყება ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში უამრავ ტურისტს მოიზიდავს. ჩვენი მოქალაქეები კი დუბაის ბილეთებზე ხელმისაწვდომი ტარიფებით ისარგებლებენ. flydubai-ს რეგულარული ფრენების შედეგად ჩვენ ველოდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა აღნიშნა:  ჩვენთვის მალეში რეგულარული რეისების დანიშვნა 2013 წლის შესანიშნავი დასაწყისია. საშუალება გვეძლევა ჩვენი ხელმისაწვდომი ტარიფი და ინოვაციური სერვისი ახალ, აქამდე აუთვისებელ ბაზარზე გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალდივები მგზავრებს მოხიბლავს და მიიზიდავსჩვენი ქსელის ტურისტებს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურისა და დსთ-ს ქვეყნებიდან, რომლებიც მარტივად შეძლებენ კუნძულებზე მოხვედრას რეგიონის ავიაციის ცენტრის - დუბაის გავლით.

 
მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნის ფარგლებში flydubai პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელიც მგზავრებს ყოველდღიურად განახლებულ ელექტრონულ გაზეთებს სთავაზობს. eReader-ის პლატფორმის მეშვეობით მგზავრებს საშუალება აქვთ 7 ენაზე, pdf ფორმატში მოცემული 45 გაზეთი წაიკითხონ.

ავიაინდუსტრიის წამყვანი ელექტრონული ლიტერატურის დისტრიბუტორი კომპანიის DTI Solutions-ის პრეზიდენტი პატრიკ პრეფონტენი, რომელმაც flydubai-ს eReader-ით აღჭურვა უზრუნველყო, განაცხადა: მოხარულნი ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა flydubai-ს ისტორიული პროექტის განხორციელებაში. ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ eReader-ს ავიაკომპანიებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მან უნდა უზრუნველყოს მგზავრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი შინაარსის შეთავაზება.

მალდივებზე პირველი რეისის ჩაფრენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, კომპანია ბოინგის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ბოინგის კომერციული თვითმფრინავების მგზავრების მომსახურების და შემოსავლების რეგიონალურმა დირექტორმა განაცხადა: ჩვენ ვამაყობთ flydubai-თან თანამშრომლობით და იმ ნდობით, რომელიც ამ კომპანიამ ბოინგ 737-ს გამოუცხადა. იმ ნდობის შედეგად, რომელიც flydubai-მ და სხვა ავიაკომპანიებმა გამოუცხადეს ბოინგ 737 მოდელს, კომპანიამ 2012 წელი რეკორდული მაჩვენებლებით: 1124 ქსელური შეკვეთით დაასრულა.

ლაგუნაზე გარშემორტყმული 26 მარჯნული რიფითა და 1190 მარჯნული წარმოშობის კუნძულისგან შემდგარ ქვეყანაში flydubai კვირაში 5 რეისს შეასრულებს. ეს კურორტული ქვეყანა განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, დსთ-ს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მცხოვრებ ტურისტებს შორის.

flydubai ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთის სუბკონტინენტზე, აზიაში, დსთ-ს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 32 ქვეყანაში 50-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს პირდაპირ რეისებს.

 

წაკითხულია: 2504