პრესრელიზი
19 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai მედინას მიმართულებით იწყებს ოპერირებას
ავიაკომპანია უკვე 65 მიმართულებით დაფრინავს
flydubai ოპერირების ქსელს სისტემატიურად ზრდის და აფართოებს. 25 ივლისიდან კომპანია მედინას მიმართულებით დაიწყებს ფრენების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ მიმიდნარე წელს ავიაკომპანიამ 15 ახალი მიმართულებით დანიშნა პირდაპირი რეისები. მედინა ავიაკომპანიის ქსელის 65 მიმართულება გახდება.
ამასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ ივლისის თვე იდეალური დროა მედინაში პირდაპირი ფრენების შესასრულებლად. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დუბაიდან მედინაში პირდაპირი რეისის დანიშვნაში დაგვეხმარნენ".
ფრენები მედინას მიმართულებით დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან განხორციელდება. დანიშნულების ადგილი მედინას პრინც მუჰამედ ბინ აბდულაზიზის სახელობის აეროპორტი იქნება. ახალი რეისი ხელს შეუწყობს სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებს სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ სიდიდით მეორე წმინდა ქალაქში. „ახალი რეისი დაეხმარება მედინას სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ინახულონ მეგობრები და ოჯახის წევრები რამადანის ბოლო ორი კვირის მანძილზე ან გაატარონ Eid Al-Fitr (3 დღიანი ზეიმი რამადანის დასრულების შემდეგ) გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში"- განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
საუდის არაბეთის სამეფოში პირდაპირ რეისებს flydubai კიდევ 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს. ესენია: რიადი, ჯედა, დამამი, აბბა, ქასიმი, ჰაილი, ტაბუკი, იანბუ და ტაიფი.
ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000), პარტნიორი კომპანიის დუბაი ჯის (240 0808; 240 0909) მეშვეობით შეგიძლიათ.
flydubai-ს შესახებ:
დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს მგზავრებს მოუხსნას ყოველგვარი ბარიერები და სირთულეები, რომელსაც ისინი მგზავრობის პერიოდში შეიძლება წააწყდნენ. ავიაკომპანია თავისი მუდმივად მზარდი ქსელის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს და ამყარებს მათ შორის არსებულ კავშირებს.
2009 წლიდან, ოპერირების დაწყებინად დღემდე ავიაკომპანიამ შექმნა:
• ოპერირების ქსელი, რომელიც 65 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის 15 ახალი მიმართულება 2013 წლის იანვრიდან დაემატა;
• ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო 44 ახალი მიმართულებით, სადაც მანამდე არცერთ ადგილობრივ ავიაგადამზიდავს პირდაპირი რეისი არ შეუსრულებია;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს ავიაკომპანიას 50 ლაინერი ეყოლება.
ამას გარდა, ახალგაზრდა ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში და ეხმარება დუბაის მთავრობას ეკონომიკური გეგმების და ხედვების განხორციელებაში. ახალი მიმართულებების ათვისებით, flydubai ქმნის ახალ სავაჭრო და ტურისტულ შესაძლებლობებს და ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას უწყობს ხელს.
ავიაკომპანიის დამატებითი სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესწვიეთ ვებგვერდს flydubai.com.