პრესრელიზი
9 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
http://maiko@publicity.ge
flydubai მსოფლიოს 50 ქალაქში დაფრინავს
დუბაის პირველი დაბალფასიანი ავიაკომპანია 3 წელზე ნაკლებ დროში უკვე 50 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს
დუბაის პირველი დაბალფასიანი ავიაკომპანია 50 მიმართულებით დაფრინავს, flydubai-ს პირველი რეისი ყირგიზეთის რესპუბლიკაში გუშინ დილით დაეშვა. ყირგიზეთი კომპანიისთვის 28-ე ქვეყანა გახდა, სადაც იგი ფრენებს განახორციელებს.
გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ღონისძიებაზე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხალიდ ალ გაიტი და ეკონომიკური სტრატეგიის განვითარების მენეჯერი ჰამად ობაიდალა იმყოფებოდნენ. flydubai პირველი ავიაკომპანიაა არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, რომელმაც პირდაპირი რეისი დანიშნა ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში. ამ რეისის დანიშვნით ყირგიზეთის რესპუბლიკასა და ემირატებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხალიდ ალ გაიტი ამბობს: მინდა მივულოცო flydubai-ს და ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლებს ახალი პირდაპირი რეისის დანიშვნა,რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ვიმედოვნებ რომ ორივე ერის წარმომადგენლები აქტიურად გამოიყენებენ ამ ხელსაყრელ შესაძლებლობას.
flydubai-მ სწრაფი ზრდისა და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით თავისი სისტემების, პროცედურების და ტრენინგების პროგრამებში სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. როგორც დუბაის ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი, ჩვენ დუბაის სწრაფი ზრდის ამბიციას და მაღალი ხარისხის სტანდარტების ერთგულებას წარმოვაჩენთ. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით დაბალფასიანი მოდელი არაჩვეულებრივად მაღალი მომსახურეობის დონით. - აცხადებს გაიტ ალ გაიტი.
კომპანია წლის დაბალფასიან ავიაკომპანიად, ცენტრალური აღმოსავლეთის საუკეთესო გადამზიდავად და ავიაციის საერთაშორისო 2011 წლის გამაჯვებულად დასახელდა.